მალაიზიაში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და მალაიზიის ეროვნულ სავაჭრო-სამრეწველო
ორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ოფიციალური ცერემონია მალაიზიაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიორგი შარვაშიძის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. საქართველოს დელეგაციას მალაიზიის ეროვნული სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ტან სრი დატუკ ტერ ლეონგ იაპმა უმასპინძლა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ოფიციალურ ცერემონიამდე გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე ორი ქვეყნის ბიზნეს-წრეებს შორის კონტაქტების დამყარების პერსპექტივების, ვიზიტების გაცვლისა და ურთიერთობების შემდგომი განვითარებისათვის ხელშემწყობი ღონისძიებების ორგანიზების შესახებ მხარეებმა. გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ვრცელი პრეზენტაცია გააკეთა. მან დამსწრე აუდიტორიას საქართველოში არსებული ბიზნესგარემო გააცნო და თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა. ამ თვალსაზრისით, ენერგეტიკის, ტურიზმის და წარმოების სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების, ასევე ეკონომიკური რეფორმების მხრივ არსებული გამოცდილების გაზიარების ინტერესი და მზაობა გამოიკვეთა. ღონისძიებას მალაიზიის კერძო სექტორის და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასასრულს გიორგი შარვაშიძისა და ტან სრი დატუკ ტერ ლეონგ იაპის ერთობლივი პრესკონფერენცია შედგა, სადაც მხარეებმა მედიის წარმომადგენლებთან მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობასა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

















