logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ქობულია: ტურიზმი ყველაზე დიდ საექსპორტო სექტორს წარმოადგენს, რომელიც კიდევ უფრო გაიზრდება
გიორგი ქობულია: ტურიზმი ყველაზე დიდ საექსპორტო სექტორს წარმოადგენს, რომელიც კიდევ უფრო გაიზრდება
13:12 24.10.2018
„ტურიზმი საქართველოში ერთ-ერთი კი არა, ალბათ ჩვენი ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორია. საქართველო ტურისტული ქვეყანაა და დღესდღეობით, საქართველოს ეკონომიკას რომ შევხედოთ, ტურიზმი ყველაზე დიდ საექსპორტო სექტორს წარმოადგენს, რომელიც კიდევ უფრო გაიზრდება და მნიშვნელოვანი გახდება ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმის, Welcome Challenge-ის გახსნაზე, რომელიც თბილისში იმართება. როგორც მინისტრმა ღონისძიებაზე გამოსვლაში აღნიშნა, ამ მასშტაბის ფორუმების საქართველოში გამართვა ძალიან მნიშვნელოვანი და საპატიოა.


მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმი Welcome Challenge საქართველოში პირველად, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება. ღონისძიების მიზანია ინოვაციებით გამორჩეული სტარტაპებისთვის შეიქმნას საერთაშორისო ფორუმი, სადაც მასშტაბური პროექტები გამოვლინდება.


ღონისძიების პარტნიორია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია, ფორუმი თბილისში რამდენიმე დღის განმავლობაში იმუშავებს. ფორუმის მთავარი სპიკერი Expedia-ს დამფუძნებელი, Virgin Group-ის მეწილე, აშშ-ს სატელევიზიო ვარსკვლავი და მწერალი რიჩარდ ბანგსია. სპიკერებს შორის არიან: „National Geographic Traveler”-ის დამფუძნებელი დაუნ დრიუ, რომელიც გამოცემის მთავარი რედაქტორი იყო, ასევე Booking.com-ის TripAdvisor-ის მენეჯერები. ამასთან, ღონისძიებას დაესწრებიან ასობით მილიონი პორტფოლიოს მქონე ამერიკელი, იაპონელი და ევროპელი გამოცდილი ინვესტორები, ფონდების წარმომადგენლები და იურისტები.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გიორგი ქობულიამ ფორუმის მონაწილეებს საქართველოს ტურისტულ სექტორში არსებული მდგომარეობა და მთავარი გამოწვევები გააცნო. როგორც მან აღნიშნა, ტურისტული ნაკადი, რომელიც საქართველოში ყოველწლიურად შემოდის, 2-ჯერ აღემატება ჩვენი მოსახლეობის რაოდენობას. „ამიტომ ჩვენ გვექმნება მთელი რიგი გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია ტურისტების ნაკადების მომსახურებასა და მომსახურების ხარისხთან. ჩვენ ვგეგმავთ და ვფიქრობთ ძალიან დიდ პროგრამაზე, რომლითაც რადიკალურად უნდა გავზარდოთ ტურისტთა მომსახურების ხარისხი. ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით დღევანდელი ფორუმი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან ჩვენ ახალი მიდგომები, ინოვაციები გვჭირდება“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.


ამასთან, როგორც ეკონომიკისა და განვითარების მინიტრმა აღნიშნა, ფორუმი არ არის მხოლოდ საქართველოზე გათვლილი, მაგრამ ჩვენი დიდი ინტერესია, რომ ის იდეები და დისკუსიები, რომლებიც ფორუმის ფარგლებში წარიმართება, საქართველოსაც გამოადგეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა