logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ქობულია: მაღალმთიან რეგიონებში გაზს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებენ
გიორგი ქობულია: მაღალმთიან რეგიონებში გაზს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებენ
11:39 24.10.2018
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიას” გენერალურმა დირექტორმა მაჰირ მამედოვმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიმართულია თბომომარაგების ალტერნატიული შესაძლებლობების შეთავაზების გზით საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების და ტურისტული და სარეკრეაციო რაიონების განვითარებისკენ. მემორანდუმს ხელი მოეწერა ‘სოკარის“ „მწვანე ინიციატივის“ ფარგლებში.
ხელმოწერის ცერემონიას ასევე დაესწრნენ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის «სოკარის“ პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა და სხვა ოფიციალური პირები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, „სოკარი“ საქართველოში განახორციელებს მნიშვნელოვან „მწვანე ინიციატივას“, რომელიც საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების გაზით ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მომარაგების ითვალისწინებს. „ჩვენ მივესალმებით „სოკარის“ ასეთ საინტერესო და რაც მთავარია, „მწვანე“ ეკონომიკასთან დაკავშირებულ ინიციატივას“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

„მწვანე ინიციატივის“ ფარგლებში, კომპანია „სოკარმა“ უკვე განახორციელა პილოტური პროექტი კურორტ საირმეში, რომელიც ითვალისწინებს კურორტისთვის გაზის მიწოდებას გადატანადი მოდულური კონტეინერებით. ისინი დამზადებულია გერმანული ტექნოლოგიით კომპოზიტური მასალებისგან. აღნიშნული კონტეინერებით მოხდება საირმესა და სხვა მაღალმთიან დასახლებებში კომპრესირებული სახით არსებული გაზის გადატანა და შემდეგ დასახლებული პუნქტის მილსადენში გაზის დეკომპრესირება.

კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის მაჰირ მამედოვის განცხადებით, კომპანია აპირებს აღნიშნული მეთოდის გამოყენებას საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების გაზიფიკაციის პროცესში, რადგან რთულად მისავალ ადგილებში ტრადიციული გაზსადენების მშენებლობა არამომგებიანია. „საირმეში გაზიფიკაციის სტანდარტული სქემით რომ წავსულიყავით, 8-ჯერ მეტი ფინანსური რესურსი უნდა დაგვეხარჯა. თუმცა გადატანადი მოდულების გამოყენებით პროექტი გაცილებით იაფი და ეკონომიკურად მომგებიანი გახდა,“ - განაცხადა მაჰირ მამედოვმა. მისი თქმით, აღნიშნული ტექნოლოგიის ამოქმედება მნიშვნელოვნად შეამცირებს მაღალმთიან ზონებში ხე-ტყის ჭრას გათბობის მიზნით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა