logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თიბისი ბანკმა და FMO-მ 103 მლნ ლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს
თიბისი ბანკმა და FMO-მ 103 მლნ ლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს
17:00 23.10.2018
თიბისი ბანკმა FMO-სთან 103 მლნ ლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ხუთწლიანი სასესხო პროდუქტი ძირითადად მოხმარდება ახალგაზრდა მეწარმეების დაფინანსებას, რომლებიც მართავენ მცირე და საშუალო საწარმოებს საქართველოში, ასევე ახალგაზრდა ფიზიკური პირების უზრუნველყოფას იპოთეკური სესხებით. FMO-ს მიერ ლარის რესურსის მობილიზება მოხდება საქართველოს საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების საჯარო განთავსების გზით. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თიბისი ბანკის და FMO–ს გენერალურმა დირექტორებმა ისაუბრეს.  

„გვეამაყება, წარმატებული ურთიერთობის დამყარება FMO - სთან, თიბისი ბანკის გრძელვადიან პარტნიორთან. ჩვენს ურთიერთობას 2006 წელს ჩაეყარა საფუძველი და ამ 12 წლის მანძილზე FMO-მ 350 მლნ აშშ დოლარზე მეტი ოდენობით დააფინანსა მცირე და საშუალო ბიზნესები ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული და სუბორდინირებული სესხის სახით. დაფინანსების მიღება ადგილობრივ ვალუტაში უკიდურესად მნიშვნელოვანია მთლიანი ფინანსური სექტორისათვის, რადგან ეს ჩვენ საშუალებას გვაძლევს ადგილობრივ ვალუტაში გავცეთ ისეთი სესხები, რომლებიც სულ უფრო და უფრო მოთხოვნადია კლიენტების მხრიდან. ეს თავის მხრივ ხელს უწყობს თიბისი ბანკის პოზიციის გაძლიერებას მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტის დაფინანსების თვალსაზრისით. ეს ტრანზაქცია მეტყველებს ორივე ინსტიტუტის მზაობაზე, განაგრძონ თანამშრომლობა და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ წინ ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ მრავალი წელი გველის. ამასთანავე, ობლიგაციების საჯარო განთავსება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს კაპიტალის ბაზრის განვითარებას საქართველოში“, - აღნიშნა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტან ბუცხრიკიძემ.

FMO-ს გენერალურმა დირექტორმა პიტერ ვან მიერლომ განაცხადა: „FMO-ს ეამაყება, რომ აგრძელებს გრძელვადიან და წარმატებულ ურთიერთობებს თიბისი ბანკთან საქართველოში. ეს ახალი ტრანზაქცია თიბისი ბანკს საშუალებას მისცემს შეამციროს უთანასწორობის მასშტაბები და ხელი შეუწყოს ფინანსურ ჩართულობას, განსაკუთრებით, ახალბედა მეწარმეების მხრიდან, იმის გათვალისწინებით, რომ მათთვის უკვე ხელმისაწვდომი გახდება ფინანსური მომსახურებები. ეს ტრანზაქცია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნაში“.

FMO (ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანია) ხელს უწყობს კერძო სექტორის მდგრად განვითარებას ახალ და განვითარებად ბაზრებზე და ძირითადად ფოკუსირებულია სამ სექტორზე, რომლებსაც მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია ზოგადად ქვეყნის განვითარებაზე: ფინანსური ინსტიტუტები, ენერგეტიკა და აგრო ბიზნესი, საკვები და წყალი. 9.2 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პორტფელით, FMO ერთ-ერთი ყველაზე დიდი ევროპული ორმხრივი ბანკია, რომელიც კერძო სექტორის დაფინანსებაზეა ორიენტირებული. დეტალური ინფორმაცია იხილეთ საიტზე: www.fmo.nl.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა