logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„Fear Group“-ის დამფუძნებელი: გარდაუვალია, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პატარა ქვეყანა გახდება მსოფლიოში
„Fear Group“-ის დამფუძნებელი: გარდაუვალია, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პატარა ქვეყანა გახდება მსოფლიოში
19:24 22.10.2018
„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველო სულ უფრო მეტად ცნობადი გახდა მსოფლიოში და ამის მიზეზს მარტივად მიხვდებით, თუ ამ შესანიშნავ, დემოკრატიულ ქვეყანასა და ხალხს ისე გაიცნობთ, როგორც მე ვიცნობ. შესაძლოა, ეს ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყანაა მსოფლიოში“ - ამის შესახებ მსხვილიბრიტანული კომპანიის „Fear Group“-ის დამფუძნებელი, სტივენ ფეარი წერს, რომელიც რამდენიმე დღის წინ საქართველოში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ფეარი საქართველოს პრემიერ მინისტრს, მამუკა ბახტაძეს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, გიორგი ქობულიას შეხვდა.

„საქართველოში ამბობენ, სტუმარი ღვთისააო. დამერწმუნეთ, სწორედ ასე გრძნობს თავს საქართველოში ჩასული სტუმარი. ეს ვიზიტი განსაკუთრებით სასიამოვნო გამოდგა ჩემთვის, რადგან ჩემი შვილი და ბიზნესპარტნიორი ლეონიც თან მახლდა. ჩვენ ყოველთვის ერთად მგზავრობას ვანიჭებთ უპირატესობას, როდესაც ვიზიტისას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ვაპირებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ორი თავით მიღებული გადაწყვეტილება უფრო გონივრული იქნება“ - აცხადებს სტივენ ფეარი.

ფეარი მოუწოდებს საერთაშორისო ბიზნესმენებს, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია განახორცილონ საქართველოში, რადგან სხვადასხვა მხარესთან, მათ შორის ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების წყალობით, საქართველოს წვდომა აქვს 2,3 მილიარდიან ბაზარზე.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა ერთსაათიანი, პირადი შეხვედრა გვქონოდა ქვეყნის პრემიერ მინისტრთან, ბატონ მამუკა ბახტაძესთან. ამ შეხვედრის შემდეგ ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ პრემიერ მინისტრის მიზანია შექმნას და გააძლიეროს სამეწარმეო კულტურაზე დაფუძნებული ყოვლისმომცველი დემოკრატია. ასევე შევხვდით ეკონომიკის მინისტრს, ბატონ გიორგი ქობულიას, რომელიც გეგმავს, რომ განავითაროს ღია ბაზრის მქონე, თავისუფალ მეწარმეობაზე დაფუძნებული ეკონომიკა. ნამდვილად სასიხარულოა, რომ საქართველოში ამდენი ახალგაზრდაა დასაქმებული მაღალპოზიციებზე, თავად პრემიერ მინისტრი ჯერ 40 წლისაც კი არ არის“ - აღნიშნავს ფეარი.

მისივე განცხადებით, საქართველო უძველესი ღვინის მწარმოებელი ქვეყანაა - იტალიასა და საფრანგეთზე ძველიც კი - მისი ღვინის დაყენების კულტურა 8500 წელს ითვლის.

„სულ მალე ქვეყანაში აშენდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი შავ ზღვაზე და აბრეშუმის გზის ინიციატივის განხორციელების ფარგლებში, ჩვენ ვნახავთ, რომ გაიჭრება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ახალი მარშრუტი, რომელიც საქართველოზე გაივლის. ქვეყანა ევროპისა და აზიის გასაყარზეა და გარდაუვალია ისფაქტი, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, პატარა ქვეყანა გახდება მსოფლიოში. ეს არის უსაფრთხო, სტაბილური სახელმწიფო, რომლის მთავრობა კარგად აცნობიერებს ბიზნესისა და ვაჭრობის მნიშვნელობას და, შესაბამისად, ქვეყნის მომავალი ნამდვილად ნათელია“ - წერს „Fear Group“-ისდამფუძნებელი.

ფეარი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველო აშკარად ღიაა ბიზნესისთვის და შეიძლება იყოს შესანიშნავი ადგილი მსხვილი საწარმოებისა და, ასევე, იმ კომპანიების სათაო ოფისები განსათავსებელად, რომელთაც სურთ თავისუფალი წვდომა ჰქონდეთ 2.3 მილიონზე მეტი მომხმარებლის მქონე ბაზარზე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა