logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ქობულია: ტურისტებისა და მოსახლეობის შეფარდებით საქართველო ლიდერი ქვეყანაა
გიორგი ქობულია: ტურისტებისა და მოსახლეობის შეფარდებით საქართველო ლიდერი ქვეყანაა
18:31 22.10.2018
„ყოველწლიურად საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობა ქვეყნის მოსახლეობას 2-ჯერ აღემატება. ამ მაჩვენებლით, დღეს ჩვენ უკვე ლიდერი ვართ მსოფლიოში, ჩვენზე წინ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაა, მაგალითად, ხორვატია. ტურისტების და მოსახლეობის რაოდენობის შეფარდების მიხედვით, ჩვენ უფრო წინ ვართ, ვიდრე იტალია, ან - საფრანგეთი,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საერთაშორისო შეხვედრების ფორუმზე, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებითა და საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის მხარდაჭერით იმართება.

ორდღიანი მასშტაბური ფორუმი ოფიციალურად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა. ფორუმზე ასევე, სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის პრეზიდენტი ნინა პრეტორიუს - ფრეიზენი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელიმ გიორგი ჩოგოვაძე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ფორუმის მონაწილეებს მიესალმა და განაცხადა, რომ ქართული მხარისთვის დიდი პატივია, რომ კონვენციებისა და კონგრესების საერთაშორისო ასოციაციამ ესოდენ მნიშვნელოვანი ფორუმის ჩატარების ადგილად საქართველო შეარჩია.

„ტურიზმს საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დღესდღეობით ტურიზმი ის სფეროა, რომელიც ჩვენი საექსპორტო შემოსავლების პრაქტიკულად, 80%-ს გვაძლევს. ეს ის სფეროა, სადაც ჩვენ გვაქვს პოზიტიური ვაჭრობა და სადაც ჩვენ ძალიან დიდი ტემპებით ვვითარდებით. რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? ჩვენ ძალები უნდა მოვახმაროთ იმას, რომ იმ ტურისტებს, რომლებიც ჩვენთან ჩამოდიან, მაქსიმალურად მაღალი ხარისხით მოვემსახუროთ,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ღონისძიებები დაასახელა, რომელთაც საქართველოს ხელისუფლება ტურიზმის განვითარებისა და მომსახურების ხარისხის ასამაღლებლად განახორციელებს. მათ შორისაა, ინფრასტრუქტურის განვითარება - გაძლიერება, ასევე პირდაპირი ფრენები, განათლება ტურიზმის სფეროში და სხვ. „ჩვენ უნდა ვნახოთ, საიდან და როგორ უნდა მოვიზიდოთ დამატებითი ტურისტები და სად გვჭირდება პირდაპირ ფრენები. ასევე დიდი ძალისხმევა გვჭირდება განათლების სფეროში - უნდა მივცეთ განათლება ათობით ათას ადამიანს, რომლებიც ტურისტულ სეგმენტს მოემსახურება. ეს პროფესიებია - გიდი, მიმტანი, მენეჯერი და სხვ. გვაქვს სერიოზული პროგრამა საემიგრაციო საკითხებთან და საგადასახადო სისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ ეს კომპლექსური პროგრამა მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში მოგვცემს საშუალებას, რომ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ ტურიზმის მომსახურების ხარისხი,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ. მისი თქმით, პრიორიტეტებს შორისაა საქართველოში მაღალი გადახდის უნარიანი ტურისტების მოზიდვა და ე.წ. ბიზნესტურიზმის განვითარება.

საქართველოს საერთაშორისო შეხვედრების ფორუმში საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი კომპანიები მონაწილეობენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პოზიცია საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის 2017 წლის რეიტინგის თანახმად, წინა წელთან შედარებით 8 პუნქტით გაუმჯობესდა, ხოლო 2014 – 2017 წლებში საქართველო, ჯამში, 18 პუნქტით დაწინაურდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა