logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს
17:46 22.10.2018
კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. მომხსენებლის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნინო ენუქიძის განმარტებით, ცვლილება არის ტექნიკური ხასიათის და ხორციელდება საჰაერო კოდექსის დახვეწისა და ევროპის პარლამენტისა და საბჭოს რეგულაციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. კერძოდ, ხდება საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის პირობების დადგენა.

კომიტეტმა კენჭისყრით დაუჭირა მხარი წარმოდგენილი კანონპროექტის პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვას.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ კვოტით კომიტეტის წევრი, დავით ჭიჭინაძე აირჩიეს.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღეს „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა თუმცა, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი კომიტეტმა მოუმზადებლად ჩათვალა და საჭიროდ მიიჩნია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციების გამართვა.

კანონპროექტი სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ წარმოადგინა. მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტის მიზანია ეროვნულ კანონმდებლობაში აისახოს შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ ევროპარლამენტის და ევროპის საბჭოს დირექტივა. ამასთანავე, შენობების ენერგოეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა, რასაც, სათბური გაზების ემისიის შემცირებასთან ერთად, გააჩნია სხვა ბევრი ისეთი დადებითი შედეგიც, როგორიცაა სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდა, ტექნოლოგიების განვითარება და ინოვაცია, ჰაერის, წყლის, მიწის დაბინძურების შემცირება, ადამიანის ჯანმრთელობისა და კომფორტის დონის გაზრდა, ენერგიის მოხმარებაზე გადასახადების შემცირება და ა.შ. კანონპროექტის თანახმად მოხდება ენერგორესურსების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობა და შენობების ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესება, შენობის როგორც გარე, ისე შიდა კლიმატურ პირობებზე მოთხოვნებისა და ხარჯ-ეფექტიანობის გათვალისწინებით.

კანონპროექტთან დაკავშირებით დაისვა შეკითხვები და გამოითქვა შენიშვნები, რომელთა გათვალისწინებითაც დეპუტატებმა მიიჩნიეს, რომ საკითხიდეტალურ შესწავლას და ნიუანსების ზუსტ გათვლას მოითხოვს. რაც მთავრობის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში შემოთავაზებული არ ყოფილა.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ყურადღება გაამახვილა კანონპროექტიდან გამომდინარე ნორმატიულ აქტებზე, რომელიც კონსულტაციების შედეგად უნდა მომზადდეს და არ უნდა იძლეოდეს ორმაგი წაკითხვის საშუალებას. მისი თქმით, ეს არის ამ ეტაპზე პროექტის განხილვის გადადების მოტივაცია, თუმცა კიდევ გამოიკვეთა საკითხები, რომლებიც მეტ დაზუსტებას საჭიროებს.

კომიტეტმა დღეს განიხილა სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, თანხმობის მისაღებად საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი, კონკურსის შედეგად შერჩეული ტიხონიბოკუჩავას და გიორგი მუხიგულიშვილის კანდიდატურები. კომიტეტის წევრებმა მოისმინეს თითოეული კანდიდატის სამოქმედო გეგმა. კანდიდატებმა უპასუხეს დეპუტატების შეკითხვებს, რის შემდეგაც კომიტეტმა კენჭისყრით 9 ხმით ერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა გიორგი მუხიგულაშვილის კანდიდატურას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა