logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ქობულიამ ნიდერლანდების განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა
გიორგი ქობულიამ ნიდერლანდების განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა
14:37 22.10.2018
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტი გიორგი ქობულია ნიდერლანდების განვითარების ბანკის (FMO) აღმასრულებელ დირექტორს პეტერ ვან მიერლოს შეხვდა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ნიდერლანდების ელჩი საქართველოში იოს დაუმა, ნიდერლანდების განვითარების ბანკის საინვესტიციო ოფიცერი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში იან ვილემ ჰუკი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნიდერლანდების განვითარების ბანკის მიმდინარე პროექტებს საქართველოში, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია, მისი პორტფელი ქვეყანაში 350 მლნ ევროს ინვესტიციას შეადგენს და მოიცავს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა საბანკო, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სექტორები.

„ჩვენ განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები და გადავწყვიტეთ, რომ ნიდერლანდების განვითარებს ბანკი უფრო ინტენსიურად გააგრძელებს მუშაობას სოფლის მეურნეობის მიმართულებით. აქცენტები გაკეთდება სოფლის მეურნეობის კონკრეტულ დარგებზე,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, ნიდერლანდების მხარესთან მოხდა შეთანხმება, რომ მომზადდება დახმარების ფართომასშტაბიანი პროგრამა, რომელიც მოიცავს როგორც ფინანსურ, ასევე ტექნიკურ კომპონენტებს. მინისტრის განცხადებით, ნიდერლანდელი სპეციალისტები ქართულ მხარეს გაუწევენ კონსულტაციებს მათი ქვეყნის გამოცდილების გაზიარების მიმართულებით, ასევე დაგვეხმარებიან ტექნოლოგიების გადმოტანით და ფართომასშტაბიანი განათლების პროგრამების დანერგვით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

“ჩვენ 15 წელია, რაც საქართველოსთან წარმატებით ვთანამშრომლობთ ისეთ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, საბანკო სფერო და სოფლის მეურნეობა. საქართველო ჩვენს პორტფელში ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა და ამის მიზეზთა შორისაა, საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა და ზრდის შესაძლებლობები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თქვენს ქვეყანას აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა გაზარდოს საკუთარი ეკონომიკა და ამისათვის, მან კიდევ უფრო მეტად უნდა განავითაროს ურთიერთობები მსოფლიოს მსხვილ ეკონომიკებთან და, ასევე, კიდევ უფრო გაზარდოს სოფლის მეურნეობა,” - განაცხადა ნიდერლანდების განვითარების ბანკის (FMO) აღმასრულებელმა დირექტორმა პეტერ ვან მიერლომ. მისი თქმით, ნიდერლანდების განვითარების ბანკი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმას, მით უფრო, რომ საქართველოში არსებული კლიმატი ამის შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა. „ჩვენ თქვენს ქვეყანაში 15 წელია, ვართ და კიდევ დიდხანს დავრჩებით,“ - განაცხადა ნიდერლანდების განვითარების ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა