ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში დღეს
ჰაკათონი ,,ჰაკატური“ აიღებს სტარტს.
სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის პარალელურად ჰაკათონი საქართველოს ცხრა რეგიონში (თელავი, თიანეთი, გორი, ხარაგაული, ქუთაისი, ბაღდათი, ზუგდიდი, ჩოხატაური, ბათუმი) ერთდროულად დაიწყება.
,,ჰაკატური“ ტურისტული ტექნოლოგიების ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენაა, რომელიც სამ დღეს გაგრძელდება.
მისი მიზანიაინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით საქართველოში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ასევე ინფორმაციული და ინოვაციურიტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის განვითარებისა და ჩანაფიქრების რეალიზაციის პრაქტიკული შესაძლებლობის შექმნა.
ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება.

















