logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოში მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმი გაიმართება
საქართველოში მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმი გაიმართება
15:34 18.10.2018
მიმდინარე წლის 23 – 26 ოქტომბერს საქართველო მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმს - Welcome Challenge - ს უმასპინძლებს. ფორუმს, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდება, პროექტ Check in Georgia -ს ფარგლებში გაიმართება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ მონაწილეობა მიიღო Welcome Challenge - სადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაში. მასთან ერთად, მედიის შეკითხვებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ტურიზმის ეროვნული სააგენტოს“ ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, კომპანია „კავკაზუს თრეველის“ დამფუძნებელმა საბა კიკნაძემ და კომპანია „სიბისი ჯორჯიას“ დირექტორმა გელა ენდრიუ სულიმ უპასუხეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირმა ქავთარაძის განცხადებით, საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმის ჩატარება ორმაგად მნიშვნელოვანია - ჯერ ერთი, ამით საქართველო მსოფლიო რუკაზე წარმოჩინდება, როგორც ტურიზმის ინდუსტრიის კუთხით მზარდი ქვეყანა, მეორეც, ეს კარგი შესაძლებელია ქართული სტარტაპ კომპანიებისთვის, საკუთარი ბიზნეს-იდეები გააცნონ საერთაშორისო ინვესტორებს და ამით მიეცეთ დაფინანსების მიღების შესაძლებლობა.

მსოფლიო ფორუმი ოთხი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება. მათ შორის, პირველია სიმპოზიუმი, სადაც მსოფლიოს წამყვანი პროფესიონალები აუდიტორიას გაუზიარებენ თავიანთ ხედვას და გამოცდილებას. ასევე მოეწყობა სადისკუსიო პანელები და მასტერკლასები. გარდა ამისა, ფორუმზე მოეწყობა სტარტაპების შეჯიბრი. მასში მონაწილეობას მიიღებს წინასწარ შერჩეული 36 სტარტაპი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ირმა ქავთარაძის თქმით, მათ შორის, იქნება ორი ქართული სტარტაპიც. გარდა ამისა, 22 ოქტომბრამდე ქართული სტარტაპებიდან კიდევ ერთი მონაწილე შეირჩევა, რომელიც შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას.

ფორუმი ასევე ითვალისწინებს შეხვედრებს პოტენციურ ინვესტორებთან, რომლებიც ასევე მონაწილეობას მიიღებენ მრგვალ მაგიდაში და ფორუმის მონაწილეებს გამოცდილებას გაუზიარებენ. ასევე დაგეგმილია ინვესტორთა და სტარტაპთა „მეტჩაპი“ და B2B შეხვედრები.

ფორუმის პარტნიორია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია, მთავარი სპიკერი კი - Expedia-ს დამფუძნებელი, Virgin Group-ის მეწილე, აშშ-ს ტელე წამყვანი დამწერალი რიჩარდ ბანგსი. სპიკერებს შორის არიან: „National Geographic Traveler”-ის დამფუძნებელი დაუნ დრიუ, რომელიც გამოცემის მთავარი რედაქტორი იყო, ასევეBooking.com-ის TripAdvisor-ის მენეჯერები. ღონისძიებას დაესწრებიან ამერიკელი, იაპონელი და ევროპელი გამოცდილი ინვესტორები, ფონდების წარმომადგენლებიდა იურისტები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა