logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ქობულიამ არაბთა გაერთიანებულ საამიროების ელჩთან ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის განვითარება განიხილა
გიორგი ქობულიამ არაბთა გაერთიანებულ საამიროების ელჩთან ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის განვითარება განიხილა
15:16 18.10.2018
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს საქართველოში ესსა აბდულა ალ ბაშა ალ ნუაიმს შეხვდა, რომელიც თავის მოვალეობას საქართველოში მიმდინარე წლის სექტემბრიდან ასრულებს.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, აგრეთვე სამომავლო პრიორიტეტებზე. აღინიშნა, რომ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში წარმატებული თანამშრომლობის პარალელურად, პოტენციალი ძალიან დიდია. ითქვა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს 2018 წლის 12 სექტემბერს საამიროების საელჩოს გახსნა საქართველოში.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დააფიქსირა ინტერესი, რომ დაიწყოს დისკუსიები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსთან, რომლის წევრიც არის არაბთა გაერთიანებული საამიროები. აღინიშნა, რომ მზარდი ვაჭრობის მიუხედავად, მსგავსი შეთანხმების არსებობა ყურის ქვეყნებთან საქართველოს ეკონომიკურ თანამშრომლობას ახალ სიმაღლეზე აიყვანს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ინვესტიციებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ საამიროები ყურის ქვეყნებს შორის პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოში ინვესტიციები განახორციელა და დღესაც ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორად რჩება და საამიროებს დღემდე ჯამურად, 900 მლნ აშშ დოლარამდე ინვესტიცია აქვს განხორციელებული. ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, რათა არაბთა გაერთიანებული საამიროებთან გაღრმავდეს თანამშრომლობა ამ მიმართულებით.

ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ტურიზმის სფეროში. ითქვა, რომ საამიროები მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია საქართველოსთვის და სასურველია, თანამშრომლობის გაღრმავება ამ სფეროში. ასევე დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის ურთიერთობა სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით. საამიროების ორი ავიაკომპანიის მიერ საქართველოს მიმართულებით კვირაში 21 რეგულარული რეისი სრულდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა