logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისში ფესტივალი "მცირე მარნები დიდ ასპარეზზე" გაიმართა
თბილისში ფესტივალი "მცირე მარნები დიდ ასპარეზზე" გაიმართა
17:42 17.10.2018
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ანდრო ასლანიშვილმა თბილისში, მთაწმინდის პარკში, ღვინის ფესტივალი "მცირე მარნები დიდ ასპარეზზე" გახსნა. ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ქართული ღვინის დღეების „ღვინობისთვე-2018“-ის ფარგლებში გაიმართა და მისი ორგანიზატორია საქართველოს ღვინის კლუბი.

ანდრო ასლანიშვილის განცხადებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, სწორედ საშუალო და მცირე საოჯახო მარნების განვითარების ხელშეწყობაა.

“წარმატებული რთველის შემდეგ ქართული ღვინის დღეები „ღვინობისთვე-2018“ აღინიშნა, რომელიც დატვირთული იყო სხვადასხვა ღონისძიებით, რაც კიდევ ერთი გზავნილია, რომ სწორედ საქართველოა ღვინის სამშობლო. მისასალმებელია, რომ საქართველოში მცირე და საშუალო ღვინის მარნები ვითარდება. დღეის მდგომარეობით, საქართველოში ოფიციალურად 800-მდე ღვინის მწარმოებელია, მათ შორის, ბევრია საოჯახო მარანი, რაც არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე. მცირე მარნები ვითარდება არა მარტო კახეთში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც ამ ფესტივალზე თვალსაჩინოა“ - აღნიშნა ანდრო ასლანიშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით, ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ 2016 წელს პირველად ჩატარდა და საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია, რაზეც როგორც წლევანდელი მონაწილე მარნების, ისე სტუმრების გაზრდილი რაოდენობა მიუთითებდა. ფესტივალში მონაწილეობდა 40-მდე მარანი.

„ქართული ღვინის დღე“ პირველად 2014 წელს აღინიშნა. ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, 2016 წელს გადაწყდა, რომ „ქართული ღვინის დღე“ კვირეულის სახეს მიიღებდა, 2018 წელს კი ქართული ღვინის დღეები უფრო ფართოდ აღინიშნება: ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 5-დან 21 ოქტომბრამდე თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ქართული ღვინის დღეები „ღვინობისთვე 2018“ სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა