logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკატერინე მიქაბაძე: მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა საკუთრების უფლების დაცვისა და ბიზნესის კეთების უსაფრთხოების კუთხით მიღებული გადაწყვეტილებები სწორად შეაფასა
ეკატერინე მიქაბაძე: მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა საკუთრების უფლების დაცვისა და ბიზნესის კეთების უსაფრთხოების კუთხით მიღებული გადაწყვეტილებები სწორად შეაფასა
17:29 17.10.2018
გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის შედგენისას, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ბიზნესმენთა გამოკითხვის მეთოდს იყენებს. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ დღეს ბიზნესის მიერ არა მხოლოდ ბიზნესის დაწყება და ოპერირება, არამედ საკუთრების უფლების დაცვა და უსაფრთხოება არის სწორად აღქმული, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველოს გაუმჯობესებული პოზიციის შეფასებისას.

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის თანახმად, საქართველოს პოზიცია ერთი საფეხურით გაუმჯობესდა. ანგარიშში 140 ქვეყნის კონკურენტუნარიანობაა შესწავლილი, რომელთა შორისაც საქართველოს პოზიცია, შარშანდელთან შედარებით, გაუმჯობესებულია და ის 66-ე ადგილს იკავებს.

2018 წლის რეიტინგში მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები დაფიქსირდა სხვადასხვა მიმართულებებით, კერძოდ 12 ინდიკატორში საქართველოს სარეიტინგო ქულები 8 მიმართულებით გაუმჯობესდა და მხოლოდ 4 ინდიკატორში შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგში უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოს ერთ-ერთი უმაღლესი შეფასება აქვს და 86.3 ქულით მსოფლიოს 140 ქვეყანას შორის 29-ე პოზიციაზეა. აღნიშნული მიმართულება მოიცავს 4 კომპონენტს და საქართველოს ქულები ოთხივე მიმართულებით გაუმჯობესებული აქვს.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს პოზიციის გაუმჯობესება ისეთ კომპონენტში, როგორიცაა ქვეყნის ინსტიტუციური სიძლიერე. მისი თქმით, ქვეყანას გაუმჯობესება აქვს ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით როგორიცაა, საკუთრების უფლებები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, რეგულაციების ეფექტიანობა, პრესის თავისუფლება, ელექტრონული მმართველობა, პოლიციის მიმართ ნდობა, მკვლელობების სიმცირე და სხვა. აღსანიშნავია ასევე გამჯობესებები ისეთ კომპონენტებში, როგორიცაა საინფორმაციო ტექნოლოგიების მიღების მზაობა, ჯანდაცვა, ვაჭრობის ღიაობა, ბაზრის დინამიურობა, ინოვაციური უნარ-ჩვევები, შრომის ბაზარი და ბაზრის მოცულობა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოში მომუშავე ბიზნესმა, რომელთა გამოკითხვაც გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს დაედო საფუძვლად, სწორად შეაფასა არსებული ვითარება, ხოლო ინდექსის მაჩვენებელი კარგი გზავნილი იქნება პოტენციური ინვესტორებისთვის, რათა მათ საკუთარი არჩევანი საქართველოზე გააკეთონ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა