logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ქართული პროდუქცია საკვები და სასმელი პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაზე SIAL Paris 2018 წარსდგება
ქართული პროდუქცია საკვები და სასმელი პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაზე SIAL Paris 2018 წარსდგება
14:22 17.10.2018
მიმდინარე წლის 21-დან 25 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და გაეროს საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის მხარდაჭერით, 18 ქართული ექსპორტიორი კომპანია საკვები და სასმელი პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაზე „SIAL Paris 2018” წარდგება.
SIAL Paris 2018 ევროპის მასშტაბით უმსხვილესი საკვები ინოვაციების სავაჭრო გამოფენაა. ღონისძიებას 150 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს და წელს 7 000-ზე მეტ სასმელი და საკვები პროდუქციის ინდუსტრიაში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიას აერთიანებს მსოფლიოს 109 ქვეყნიდან.

ქართული სტენდის ქვეშ გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას წარმოადგენენ: შპს „ჯეოპლანტი“, შპს „კულა“, შპს „მანა“, შპს „ქართული ლუდის კომპანია“, შპს „არომაპროდუქტი“, შპს „ბიპისი“, შპს აერკომპანი“, შპს „ანკა ფეარ თრეიდი“, შპს „გემუანი“, შპს „Georgian Hazelnut Corporation”, შპს „ჯორჯიან პროდაქტს რენესანს“, შპს „კავკაზანი“, შპს „მაუნთინ ფუდს“, შპს „ნათსჯი“, შპს „ტურალ გრუპი“, შპს „ვესთნატი“, შპს „ელლენ & კომპანი“, შპს „ჯორჯიან ნექტარი“. კომპანიები ფართო საზოგადოებას ქართული წარმოების ხილისა და ბოსტნეულის წვენებს, ლიმონათს, ლუდს, ჩაის, დაფნას და თხილს წარუდგენენ.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებული გამოფენა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ქართული საკვები/სასმელი კომპანიებისთვის, კერძოდ 2016 წელს სააგენტოს მხარდაჭერით გამოფენაზე SIAL Paris 12 ქართული კომპანია მონაწილეობდა, 2017 წლის მონაცემებით კი გაფორმებული კონტრაქტების ღირებულება 2, 300 000 აშშ დოლარს აღემატება.
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, ამასთანავე, სათანადო პლატფორმას ქმნის ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენისა და კონტაქტების დამყარების კუთხით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა