logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისის გამგეობების მიერ ბიუჯეტის ათვისებისა და შესრულების მაჩვენებელი 93%-დან 100%-მდე მერყეობს
თბილისის გამგეობების მიერ ბიუჯეტის ათვისებისა და შესრულების მაჩვენებელი 93%-დან 100%-მდე მერყეობს
12:06 17.10.2018
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის ათივე გამგეობის მიმდინარე წლის საქმიანობის ცხრათვიანი ანგარიში წარადგინა და გამგებლებს მადლობა გადაუხადა.

მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა გამგეობების მიერ ბიუჯეტის ათვისებისა და შესრულების მაჩვენებლებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული ციფრი 93%-დან 100%-მდე მერყეობს.

„დედაქალაქის ათივე გამგეობის ცხრათვიანი საქმიანობის მაჩვენებელი საკმაოდ შთამბეჭდავია. ყველა გამგეობის ბიუჯეტის ათვისებისა და შესრულების მაჩვენებელი 93%-დან 100%-მდე მერყეობს, რისთვისაც გამგებლებსა და გამგეობებში დასაქმებულ თითოეულ თანამშრომელს მადლობა მინდა გადავუხადო. თქვენი და თითოეული თქვენი თანამშრომლის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ქალაქში სამწუხაროდ, ბევრი პრობლემა გვაქვს, რომელსაც ჩვენი მხრიდან ღირსეული პასუხი სჭირდება. შესაბამისად, ჩვენი ყოველდღიური თავდაუზოგავი შრომა პრინციპულად მნიშვნელოვანია. მერწმუნეთ, ამ ყველაფერს საზოგადოება ხედავს. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა რჩება, მაგრამ აქ იმიტომ ვართ, რომ ჩვენს ქალაქს ვემსახუროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის გამგეობების მიერ ცხრა თვის განმავლობაში, სხვადასხვა მიმართულებით, ჯამში, 100 მილიონზე მეტია დახარჯული. კერძოდ, დაიგო 605 425 კვადრატული მეტრი ასფალტი, რისთვისაც ბიუჯეტიდან 26 მილიონზე მეტი დაიხარჯა; 171 მისამართზე მოეწყო და განახლდა სკვერი; სპორტული მოედნები მოეწყო და რეაბილიტირდა 159 მისამართზე;

ასევე, 51 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა საბავშვო გასართობი მოედნები; ფიტნეს ზონები მოეწყო 74 მისამართზე; მიწისქვეშა კომუნიკაციები გამოიცვალა 120 მისამართზე, რისთვისაც ჯამში 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა;

3 მილიონ ლარზე მეტი ლარი დაიხარჯა 74 მისამართზე საყრდენი კედლების მოწყობისთვის; ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა 842 მისამართზე, რისთვისაც ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარამდე გამოიყო.

ათივე გამგეობამ ცხრათვიან პერიოდში, სოციალური პროგრამების მიმართულებით დაახლოებით, 43 მილიონ ლარამდე დახარჯა; გამწვანების სხვადასხვა სამუშაოებისთვის ამავე პერიოდში, გამგეობების მიერ დაიხარჯა მილიონ 200 ათას ლარზე მეტი.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების წესის თანახმად, ცხრათვიან პერიოდში, გამგეობებმა თბილისის მასშტაბით, 775 პროექტი დააფინანსეს, რისთვისაც ჯამში, 8 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

რაც შეეხება ძველი ავტოფარეხების ნაცვლად დასასვენებელი სივრცეების მოწყობის საკითხს, სხვადასხვა ადგილზე ჯამში, 221 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა და მათ ნაცვლად, ათი დასასვენებელი სივრცე მოეწყო.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა