25 ივლისი საქართველოს სტატისტიკის დღეა. როგორც „ნიუსპრესს“ „საქსტატიდან“ აცნობეს, აღნიშნული თარიღი საქართველოში ოფიციალური სტატისტიკის წარმოების დაწყებას უკავშირდება.
მათივე ცნობით, 1919 წლის 25 ივლისს შიექმნა სტატისტიკის პირველი სამსახური, 1921 წელს კი - “საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკის ორგანობის შესახებ” პირველი დებულება დამტკიცდა.
„ყველა სტატისტიკოსს ვულოცავთ პროფესიულ დღეს. ვუსურვებთ, რომ შეძლონ პროფესიული მოვალეობის პირნათლად და მაღალი ხარისხით შესრულება. სტატისტიკოსთა მაღალი პროფესიონალიზმი, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითრების საწინდარს წარმოადგენს“ - აღნიშნა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ჭელიძემ.
სტატისტიკოსთა პროფესიული დღე საქართველოში 2002 წლიდან აღინიშნება.

















