logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ცნობილმა ბრიტანელმა ბიზნესმენმა და ფილანტროპმა სტივენ ფეარმა ტექნოპარკში ლექცია ჩაატარა
ცნობილმა ბრიტანელმა ბიზნესმენმა და ფილანტროპმა სტივენ ფეარმა ტექნოპარკში ლექცია ჩაატარა
10:00 16.10.2018
,,დემოკრატიულობა, ინოვაციურობა და მეწარმეობა - ეს ის ძირითადი მაჩვენებლებია, რომლითაც საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, გახდეს ლიდერი. – ამ სიტყვებით დაიწყო ცნობილმა ბრიტანელმა ბიზნესმენმა და ფილანტროპმა სტივენ ფეარმა საჯარო ლექცია, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკმა უმასპინძლა. „Fear Group“-ის დამფუძნებელმა საქართველოში ბიზნესისა და მეწარმეობის მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრა.

ლექციას ბიზნესის წარმომადგენლები, სტუდენტები და დამწყები მეწარმეები ესწრებოდნენ. საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით და პირადი მაგალითების გათვალისწინებით სტუმარმა დამსწრე საზოგადოებას პრაქტიკული რჩევები მისცა, როგორ დავიწყოთ ახალი საქმე და გავაუმჯობესოთ არსებული საქმიანობა. სტივენ ფეარმა ასევე ისაუბრა, როგორ შეუძლია ნებისმიერი ასაკის მეწარმეს, მიაღწიოს წარმატებას და საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.

სტივენ ფეარი გახლავთ ინგლისელი მეწარმე, ბიზნესმენი, ფილანტროფი და ავტორი, დაახლოებით ორმოცდაათწლიანი საერთაშორისო ბიზნესგამოცდილებით. ფეარს ხშირად მოიხსენიებენ როგორც “სატელეფონო ყუთის მილიონერს”. დღესდღეობით ფეარი სათავეში უდგას საკუთარი უძრავი ქონების იმპერიას და მასთან ერთად დაინტერესებულია სხვადასხვა ინდუსტრიით, მათ შორის მწვანე ტექნოლოგიებით, სასტუმროებით, საცხოვრებელის კეთილმოწყობითა და მწარმოებლობით.

სტივენ ფეარი არის Fear Group-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე. ეს გახლავთ საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც თავის ვაჟთან, ლეონ ფეართან ერთად მართავს. Fear Group დაინტერესებულია სტრატეგიული მიწის ფართობის ხელშეწყობით, საერთაშორისო საკუთრების განვითარებითა და ინვესტირებით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა