logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისი-ბრისტოლის დამეგობრების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად თიბისი გალერეაში ბიზნესფორუმი ჩატარდა
თბილისი-ბრისტოლის დამეგობრების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად თიბისი გალერეაში ბიზნესფორუმი ჩატარდა
14:15 12.10.2018
თბილისი-ბრისტოლის დამეგობრების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად, თიბისი ბანკის მხარდაჭერით, ბიზნესფორუმი ჩატარდა. სპეციალურად ამ თარიღისთვის თბილისს ოფიციალური ვიზიტით ბრისტოლის მერი, მარვინ რიზი ეწვია.

დიდი ბრიტანეთიდან მოწვეულ სტუმრებთან ერთად ღონისძიებას თბილისის მერი კახი კალაძე, სამთავრობო გუნდის, ასევე ბიზნესსექტორისა და თიბისი ბანკის მენეჯმენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ბიზნესფორუმზე მოხსენებით საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში, თამარ ბერუჩაშვილი და ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაკენზი-სმიტიც გამოვიდნენ. ფორუმზე დამსწრე აუდიტორიამ წარმატებული ბრიტანული კომპანიების გამოცდილება და ისტორია მოისმინა.

პარალელურად, ბიზნესფორუმის მონაწილეებმა თიბისი გალერეაში წარმოდგენილი გამოფენა „ერთიანობა განსხვავებულობაში, ბრისტოლი და თბილისი 1988-2018“ იხილეს. ექსპოზიციაში თავმოყრილია როგორც საერთაშორისო აღიარების მქონე, ისე დამწყები ქართველი და ბრიტანელი მხატვრების ნამუშევრები, რომლებიც 30 წლის მანძილზე თბილისსა და ბრისტოლში სხვადასხვა გამოფენასა და ფესტივალში იღებდნენ მონაწილეობას. გამოფენა ასახავს კულტურულ, საგანმანათლებლო და მოქალაქეობრივ ურთიერთობებს ამ ორ ქალაქს შორის, დასაწყისიდან დღემდე. ექსპოზიცია აერთიანებს განსხვავებული მედიისა და მასალისგან შექმნილ მრავალფეროვან მხატვრულ ნამუშევრებს, მათ შორის ფოტოგრაფიას, ვიდეო-ინსტალაციებს, სკულპტურას, მხატვრობას.

თბილისსა და ბრისტოლს შორის დამეგობრების ხელშეკრულება 1988 წელს გაფორმდა და ის ორ ქალაქს შორის კულტურის, მეცნიერების, ტურიზმის დარგში, ასევე საქალაქო ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. შეთანხმების ფარგლებში, ქალაქების მერიის ინიციატივით არაერთი საინტერესო კულტურული, საგანმანათლებლო და ეკონომიკური პროექტი განხორციელდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა