საგადასახადო ადმინისტრირების, სახელმწიფო ინვესტიციების, ფისკალური რისკების მართვისა და ფინანსთა
სამინისტროსთვის ტექნიკური დახმარების საკითხები ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა, ვიტორ გასპარმა განიხილეს.
შეხვედრა ინდონეზიაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში შედგა.
შეხვედრაზე ყურადღება საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის” (EFF) პროგრამის მიმდინარეობაზე, მიმდინარე და 2019 წლის მაკროეკონომიკურ მაჩვენებელებზე გამახვილდა.
მხარეებმა მთავრობის სტრუქტურული რეფორმების პაკეტი მიმოიხილეს, რომელშიც ძირითადი აქცენტი განათლების, ინფრასტრუქტურისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისთვის საჭირო ღონისძიებებზე კეთდება.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ფისკალური რეფორმების განხორციელების პროცესში საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს.

















