logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სამოქალაქო კოდექსში შესატანი ცვლილება განიხილა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სამოქალაქო კოდექსში შესატანი ცვლილება განიხილა
10:03 09.10.2018
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ქვეყნაში დოლარიზაციის შემცირებას ითვალისწინებს.

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო.

კანონპროექტის თანახმად:

· განვადებით ნასყიდობისას გამყიდველის მიერ 200 ათას ლარამდე (100 ათასი ლარის ნაცვლად) ნივთის ფასის მიღება არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული;

· თუ ლიზინგის დაფინანსების თანხა 200 ათას ლარზე ნაკლებია (საქონლის წმინდა ღირებულება) ლიზინგის გამცემის მიერ საზღაურის მიღება არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული. მოქმედი რედაქციით იყო 100 ათასი ლარი და ეს ვრცელდებოდა მხოლოდ ფიზიკურ პირებზე და ინდივიდუალურ მეწარმეებზე. წარმოდგენილი კანონპროექტით აღნიშნული ვრცელდება ასევე იურიდიულ პირებზე;

· წარმოდგენილი კანონპროექტით ლიზინგის გამცემ პირებზე გავრცელდება საპროცენტო განაკვეთთან, პირგასამტეხლოსთან, ჯარიმებთან და ნებისმიერ ფინანსურ ხარჯთან და ნებისმიერ ფინანსურ სანქციასთან დაკავშირებული შეზღუდვები;

· კანონპროექტით ნებისმიერი პირის (იურიდიული, ფიზიკური და ინდმეწარმე) 2000 ათას ლარამდე სესხი უნდა გაიცეს ლარში, მისი ინდექსირება ან უცხოურ ვალუტაზე მიბმა იკრძალება;

· ცვლილებების თანახმად, 200 ათას ლარამდე საბანკო კრედიტის გაცემა მოხდება მხოლოდ ლარში, მისი უცხოურ ვალუტაზე მიბმა ან ინდექსირება იკრძალება.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის წევრის, ირმა ინაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების და დამატებების შეტანის შესახებ“.

კანონპროექტის თანახმად, პოლიტიკურ პარტიებს არაწინასაარჩევნო პერიოდში უნდა მიეცეთ შესაძლებლობა შეისყიდონ მაუწყებლებისაგან პოლიტიკური შინაარსის რეკლამის მომზადებისა და გავრცელების მომსახურება. ამასთანავე, ტერმინთა განმარტებაში შემოდის ახალი ტერმინი - „არაწინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა“.

პარლამენტის წევრის, ირმა ინაშვილის გაცხადებით, კანონპროექტის მიზანია მოიხსნას დღეს მოქმედი საკანონმდებლო შეზღუდვები და პოლიტიკურ პარტიებს არაწინასაარჩევნო პერიოდში მიეცეთ საშუალება მათი იდეების, წამოწყებებისა და საქმიანობის შესახებ საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება უზრუნველყონ დაუბრკოლებლად.

კანონპროექტზე გამართული დისკუსიის შემდეგ, კომიტეტის წევრები და მომხსენებელი შეთანხმდნენ, რომ პოზიციების შეჯერების მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“.

საკანონმდებლო ინიციატივა ქვეყანაში შრომითი და მუდმივი ცხოვრების ნებართვების, აგრეთვე არალეგალური იმიგრაციის გამკაცრებას ითვალისწინებს.

კანონპროექტი სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ,სალომე სამადაშვილმა წარმოადგინა.
ცვლილებების თანახმად:

· დარეგულირდება უცხოელებისათვის შესათავაზებელი სპეციალობების/პროფესიების ნუსხა დასაქმების მიზნით. აღნიშნულ ნუსხას დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი და მისი შეთავაზება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი შრომითი კონტრაქტის მიღების სურვილს არ გამოთქვამს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე საქართველოს მოქალაქე;

· მკაცრდება მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის წესი. კერძოდ, მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა აღარ მოხდება მხოლოდ 6 წლის განმავლობაში არსებული ცხოვრების დროებითი ნებართვის საფუძველზე. დამატებითი მოთხოვნის სახით ემატება სახელმწიფო ენის ცოდნა ელემენტარულ დონეზე, საქართველოში განხორციელებული ინვესტიცია ან საკუთრება მინიმუმ 200 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში;

· მკაცრდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემა. კერძოდ, საინვესტიციო ვიზის მიღება შესაძლებელი გახდება შემდეგ ორ შემთხვევებში: თუ ინვესტორი შეიძენს საქართველოს სახელმწიფოს მიერ გამოცემულ არანაკლებ 400 000 აშშ დოლარის ღირებულების ექვივალენტ ლარში ხუთწლიანი ვადის მქონე სახაზინო ფასიან ქაღალდს და განახორციელებს 100 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტ ლარში ინვესტიციას ან თუ ინვესტორი განახორციელებს არანაკლებ 300 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტ ლარში ინვესტიციას (ეს არ უნდა იყოს საცხოვრებელი სახლის შეძენა) და მუდმივ სამუშაოზე დაასაქმებს საქართველოს არანაკლებ 8 მოქალაქეს;

· კანონპროექტი ითვალისწინებს მოკლევადიანი ბინადრობის უფლების ინსტიტუტის გაუქმებას.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პრინციპებს, კენჭისყრა კი, მომდევნო სხდომაზე ჩატარდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა