2012 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე, 4 866 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 17 პროცენტით მეტია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებლიდან ექსპორტი 1 140 მლნ აშშ დოლარი, ხოლო
იმპორტი – 3 725 მლნ აშშ დოლარია.
მოცემულ პერიოდში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1 367 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 32%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი 199 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო იმპორტი – 1 169 მლნ აშშ დოლარი.
დსთ-ის ქვეყნებთან კი, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2012 წლის იანვარ-ივნისში 1 488 მლნ აშშ დოლარზე დაფიქსირდა, რაც წინა წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 5%-ით მეტია.

















