logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ფრანკფურტის წიგნის 70-ე საერთაშორისო ბაზრობის ფარგლებში თიბისის მხარდაჭერით „წიქარას“ მუზეუმის გამოფენა გაიხსნა
ფრანკფურტის წიგნის 70-ე საერთაშორისო ბაზრობის ფარგლებში თიბისის მხარდაჭერით „წიქარას“ მუზეუმის გამოფენა გაიხსნა
12:44 08.10.2018
ფრანკფურტის წიგნის 70-ე საერთაშორისო ბაზრობის ფარგლებში, ფრანკფურტის „შტრუველპეტერის“ მუზეუმში, თიბისის მხარდაჭერით ქართული ხალხური ზღაპრის - „წიქარას“ მუზეუმის გამოფენა გაიხსნა.

„შტრუველპეტერის“ მუზეუმის სურვილის საფუძველზე - კულტურული პროგრამის ფარგლებში მათთან ქართული ილუსტრაციები გამოფენილიყო - ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა გამოფენის კონცეფციის შექმნისთვის კონკურსი გამოაცხადა. გამოფენისთვის ორი ორგანიზაციის - „კონტაქტისა“ და „ილუსტრატორის“ ერთობლივი იდეა - „მუზეუმი მუზეუმში“ შეირჩა.

პროექტი მოიცავს ქართველი ილუსტრატორების მიერ სპეციალურად ამ გამოფენისთვის შექმნილ ილუსტრაციებს, სამგანზომილებიან ობიექტებსა და მაკეტებს. საგამოფენო ექსპონატებში გამოყენებულია ქართული ტრადიციული ვიზუალური ხელოვნების ორნამენტიკა, გამოფენის ტექსტურ ნაწილში კი დამთვალიერებელს ქართული ანბანის ხილვის საშუალება აქვს. „წიქარას მუზეუმი“ ხუთ ზონას მოიცავს: სახლი, სარკე, სავარცხელი, სალესი ქვა და ცხრაკლიტული. დაყოფილი ექსპოზიციის დათვალიერებისას დამთვალიერებელს საშუალება აქვს იმოგზაუროს ზღაპარში და კვალდაკვალ მიჰყვეს ზღაპრის მოვლენების განვითარებას. გამოფენის ნაწილია ასევე საბავშვო ღონისძიებები და მუზეუმის მაღაზია.

ფრანკფურტის „შტრუველპეტერის“ მუზეუმი მთლიანად გერმანელი მწერლისა და ფსიქიატრის - ჰაინრიხ ჰოფმანის მიერ 1845 წელს საკუთარი ვაჟისთვის დაწერილ საბავშვო წიგნს -„შტრუველპეტერს“ ეძღვნება. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ქართველმა ილუსტრატორებმა პროექტისთვის ერთი ქართული ზღაპრის თემატიკაზე მუზეუმის შექმნა და წიგნის ბაზრობაზე წარდგენა.

„წიქარას მუზეუმის შექმნისას ამ ზღაპრის გარშემო არსებული ყველანაირი მასალა მოვიძიეთ. ყველაზე საინტერესო, რაც აღმოვაჩინეთ, არის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე დიდი ქართული გამომცემლობის - „ნაკადულის“ ძველი ლოგო - ხარზე შემჯდარი ბიჭი, რომელიც შემდეგ შეცვალეს და მისი ნახვა ამჟამად მხოლოდ ძველ გამოცემებზეა შესაძლებელი. ჩვენი პროექტის მთავარი იდეა ძველი მასალის შეკრება იყო, ამიტომ ეს გამოსახულება ჩვენი მუზეუმის მთავარ ლოგოტიპად ვაქციეთ. პროექტი ძველ ზღაპარს ახალ სიცოცხლეს ანიჭებს და ძველ და ახალ ხელოვნებას აერთიანებს.“ - გიორგი ჯინჭარაძე, ილუსტრატორი.

წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით არის მიწვეული და ის მთელს მსოფლიოს თავის ლიტერატურასა და კულტურულ მემკვიდრეობას გააცნობს. პროექტი „მუზეუმი მუზეუმში“ კი ამ დიდი კულტურული პროგრამის ერთ-ერთი ნაწილია.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა (Frankfurter Buchmesse) ყველაზე პრესტიჟული და მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებაა არა მარტო ლიტერატურულ და საგამომცემლო, არამედ მთელს კულტურულ სფეროში. ყოველწლიურად ბაზრობა 300 000-მდე ვიზიტორს მასპინძლობს და 400 000-მდე წიგნს გამოფენს. ბაზრობას 500 წლის ისტორია აქვს. მის დაარსებას პირველ ბეჭდურ გამომცემელს - იოჰან გუტენბერგს უკავშირებენ, რომელმაც გამოიგონა და დაამზადა ცალკეულ ასონიშანთა ლიტერები და მათი ზომის შესაბამისი სახარვეზო მასალა.

„წიქარას“ მუზეუმის გამოფენა „შტრუველპეტერის“ მუზეუმში იანვრამდე გაგრძელდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა