logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
უკანა ფშავში რძის გადამამუშავებელი საწარმო შენდება
უკანა ფშავში რძის გადამამუშავებელი საწარმო შენდება
15:22 07.10.2018
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორთან შალვა კერესელიძესთან ერთად დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოში რძის საწარმოს მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ფხოვი 2017-ის“’ მეპაიეებს შეხვდა.

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოში რძის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება. რძის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო (1,5 ტონა წარმადობა), უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიებით მაღალი ხარისხის რძის პროდუქტების წარმოებას. აღსანიშნავია რომ დაიწყება ტრადიციული პროდუქტის - დამბალხაჭოს სამრეწველო წარმოება.

საწარმო თანადაფინანსებით გადაეცემა პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს “ფხოვი 2017“ , რომელშიც გაწევრიანებულია 32 ადგილობრივი, მობილიზებული ფურების რაოდენობა 201-ს შეადგენს.
რძის გადამამუშავებელი საწარმო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს საკუთრებაში თანადაფინანსებით გადაეცემა, 25 % გადახდას კოოპერატივი უზრუნველყოფს 8 წლის განმავლობაში.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 25 წლიანი იჯარის უფლებით 678 ჰა სათიბ-საძოვარი გადაეცემა. საქონლის საკვებწარმოებისათვის 90%-იანი თანადაფინანსებით კოოპერატივმა მიიღო 60 ცხენის ძალიანი ტრაქტორი გუთნით, როტაციული და სეგმენტური სათიბელათი, ფოცხით, მოთიბული მასის დამწნეხით და მისაბმელით ტვირთის ტრანსპორტირებისათვის.

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენება“ კიდევ ერთი სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობას გააუმჯობესებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთან ერთად პროგრამის განხორციელებში ჩართულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა