logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „არბიტრაჟის დღეეები 2018“ გაიხსნა
თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „არბიტრაჟის დღეეები 2018“ გაიხსნა
17:17 04.10.2018
ახალი ერა დავების გადაწყვეტაში და მასთან დაკავშირებული გამოწვევები და შესაძლებლობები განიხილება საერთაშორისო კონფერენციაზე - „არბიტრაჟის დღეები 2018“, რომელიც დღეს თბილისში გაიხსნა.

კონფერენციის მონაწილეები საერთაშორისო არბიტრაჟში ახლადდამკვიდრებულ მიდგომებზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე და ციფრულ და ონლაინ არბიტრაჟზე მსჯელობენ. ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული არბიტრები და იურისტები მონაწილეობენ, მათ შორის 40-მდე საერთაშორისო არბიტრაჟის სპეციალისტი და მოსამართლე.

კონფერენციის გახსნაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ დავების მოგვარების ალტერნატიული მეთოდების, მათ შორის, არბიტრაჟის განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასა და ჩვენი ქვეყნის არბიტრაჟის რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბებას. კონფერენცია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა გახსნა.

კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, ბიზნესის განვითარების პროცესში საერთაშორისო არბიტრაჟის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრესსამსახურის ცნობით, კონფერენციის მონაწილეებს, ასევე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ნინო ბაქაქურმა, საქართველოს ბიზნეს-ომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ, საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სოფო ტყემალაძემ და ”საპარტნიორო ფონდის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ მიმართეს.

არბიტრაჟის დღეები ჩვენს რეგიონში საერთაშორისო არბიტრაჟის ყველაზე დიდი ყოველწლიური ფორუმია, რომელიც ინფორმაციის გაცვლას და მონაწილე ქვეყნებს შორის პარტნიორობას ისახავს მიზნად. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC), ხოლო მხარდამჭერები ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ევროკავშირის უფრო ფართო პროგრამის EU4Justice ფარგლებში.

წლევანდელი არბიტრაჟის დღეების პროგრამა სხვადასხვა საგანმანათლებლო და საინფორმაციო ღონისძიებით იყო დატვირთული. მათ შორის, დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრთან (ICDR) თანამშრომლობით გაიმართა სემინარი ბიზნესის წარმომადგენლებისათვის საარბიტრაჟო შეთანხმებების შემუშავების შესახებ; ხოლო არბიტრაჟის ეთიკაზე სემინარს გაუძღვა არბიტრთა პროფესიული ორგანიზაცია - Chartered Instituted of Arbitrators (CIArb).

არბიტრაჟის დღეების მსვლელობაში საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა (GIAC) თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ვენის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრთან (VIAC) ხელი მოაწერა. შეთანხმების ფარგლებში ერთობლივი ღონისძიებები გაიმართება, არბიტრაჟის რეგიონული პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის გაცვლა განხორციელდება, თანამშრომლობა გაღრმავდება ისეთ საკითხებში, როგორიცაა საარბიტრაჟო წარმოება და დავების ეფექტიანი გადაწყვეტა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა