logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: ჩვენ ვართ ლიდერები რეგიონში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჩვენ უნდა ვიყოთ მსოფლიო მასშტაბით ტოპ ხუთეულში
მამუკა ბახტაძე: ჩვენ ვართ ლიდერები რეგიონში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჩვენ უნდა ვიყოთ მსოფლიო მასშტაბით ტოპ ხუთეულში
18:23 03.10.2018
"ჩვენ ვართ ლიდერები რეგიონში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჩვენ უნდა ვიყოთ მსოფლიო მასშტაბით ტოპ ხუთეულში" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, კიდევ ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც მთავრობა აფასებს ამა თუ იმ რეფორმას, არის ის, თუ რამდენად დაეხმარება ის ქვეყანას, რომ სწორედ საქართველო იყოს წარმოდგენილი ყველა მნიშვნელოვანი რეიტინგის ტოპ ხუთეულში.

მთავრობის მეთაურმა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა იმ რეიტინგზე, რომელიც ფრეიზერის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა და რომლის მიხედვითაც ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით საქართველო 162 ქვეყანას შორის 7-ე ადგილზეა.

„ჩემი ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნის დროს ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა გავრცელდა, რომელიც ფრეიზერის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი რეიტინგია ჩვენთვის. საქართველო ორი საფეხურით კიდევ დაწინაურდა, 162 ქვეყანას შორის 7-ე ადგილზე ვართ, მაგრამ აქვე მინდა გითხრათ ის, თუ რა დავალებაც აქვს ყველა შესაბამის სამინისტროს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ საქართველო უნდა იყოს ტოპ ხუთეულში ყველა მნიშვნელოვან რეიტინგში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა მნიშვნელოვან ფოკუსს აკეთებს ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რადგან ინფრასტრუქტურის არასათანადო განვითარება არის მნიშვნელოვანი ბარიერი საქართველოში მეტად ინკლუზიური და ზრდადი ეკონომიკური პროგრესის მისაღებად.

„წლევანდელი ბიუჯეტი ამ თვალსაზრისით არის მართლაც უპრეცენდენტო და მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში კიდევ უფრო ამბიციური ციფრებია ჩადებული და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად შევძლებთ, რომ იმ ციფრებს და იმ ნიშნულებს მივაღწიოთ, რომელიც 2019 წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა