logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: ჩვენი მთავარი გამოწვევა სიღარიბეა და მას ვერ დავამარცხებთ, თუ მშპ-ში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი არ გაიზარდა
მამუკა ბახტაძე: ჩვენი მთავარი გამოწვევა სიღარიბეა და მას ვერ დავამარცხებთ, თუ მშპ-ში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი არ გაიზარდა
18:21 03.10.2018
საქართველოში მთავარი ეკონომიკური გამოწვევა რაც გვაქვს, არის სიღარიბე და ჩვენ მას ვერ დავამარცხებთ, თუ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი არ გაიზარდა მთლიან შიდა პროდუქტში - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უახლოეს მომავალში, პრინციპული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების მიმართულებით.

„კიდევ ერთხელ მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ აქ ჩვენ ძალიან პრინციპულ ნაბიჯებს გადავდგამთ. ნაწილი უკვე დაანონსებულია და საკმაოდ პრინციპული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული უახლოეს მომავალში, რომ კიდევ უფრო წავახალისოთ მცირე და საშუალო ბიზნესი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა რეფორმის შეფასებისას მთავრობის ეკონომიკური გუნდის ორიენტირებზე და აღნიშნა, რომ მთავრობის სურვილია, საქართველომ მიიღოს საინვესტიციო რეიტინგი შემდეგი წლების განმავლობაში.

„ჩვენი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს აქვს კონკრეტული ორიენტირი თითოეული რეფორმის შეფასებისას. ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ მიიღოს საინვესტიციო რეიტინგი შემდეგი წლების განმავლობაში. თუ ჩვენ MOODY -ს ავიღებთ ორიენტირად, ჩვენ დაგვრჩა ორი ნოჩი იმისთვის, რომ მივიღოთ საინვესტიციო რეიტინგი. აქედან გამომდინარე, თითოეული რეფორმა ფასდება სწორედ ამ კრიტერიუმით, რამდენად დაგვეხმარება ჩვენ ეს მივიღოთ საინვესტიციო რეიტინგი. რატომ ავირჩიეთ ეს მიდგომა, ამაზეც განვმარტავ, რომ როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკის განვითარებაზე, ბევრი მოსაზრება არსებობს და ყველა ქვეყანაში ეს დისკუსიის საგანია, მაგრამ ჩვენ გვსურდა, გვქონოდა კონკრეტული ორიენტირი, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, გვქონოდა კონკრეტული დიალოგი როგორც ბიზნესთან, ისე საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, საექსპერტო საზოგადოებასთან, თუ რატომ ვუნთებთ მწვანე შუქს კონკრეტულ რეფორმას ან რატომ არ ვაკეთებთ რომელიმე კონკრეტული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციას. სწორედ ამ მიზნით შეირჩა ეს კრიტერიუმი, მინდა ღიად იცოდეთ ამის შესახებ და შესაბამისად, ჩვენ თითოეულ რეფორმას, მათ შორის იმ ბიზნეს ინიციატივებს, რომლებსაც მოვისმენთ ბიზნეს საზოგადოებიდან, სწორედ ამ კრიტერიუმით შევაფასებთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ეკონომიკა უნდა განვითარდეს კერძო სექტორის მეშვეობით და მთავრობა მზად არის ის მნიშვნელოვანი წარმატებები, რომელიც მიღწეულია ეკონომიკური გარემოს შექმნის თვალსაზრისით, კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა