logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
წლიური ინფლაციის დონემ 2.7% შეადგინა
წლიური ინფლაციის დონემ 2.7% შეადგინა
14:07 03.10.2018
მიმდინარე წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2,7 პროცენტი შეადგინა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

განათლება: ფასები გაიზარდა 3,7 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,17 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საშუალო განათლება (6,3 პროცენტი), სკოლამდელი და დაწყებითი განათლება (6,2 პროცენტი), უმაღლესი განათლება (0,8 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,0 პროცენტით, რაც 0,09 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. აღნიშნულ პერიოდში ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (1,2 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (0,4 პროცენტი) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (0,3 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები გაზრდილია 0,6 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში 0,05 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მატება დაფიქსირდა

ქვეჯგუფებზე: ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (0,7 პროცენტი), სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (0,7 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურება (0,4 პროცენტი).
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6,2 პროცენტიანი მატება, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,83 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (10,8 პროცენტი);

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 1,8 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,55 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (8,7 პროცენტი), თევზეული (5,1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (3,8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (3,3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (2,1 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (2,0 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-9,9 პროცენტი), შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე (-3,5 პროცენტი), ასევე რძეზე, ყველსა და კვერცხზე (-1,4 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 5,7 პროცენტით, რაც 0,48 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (11,1 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3,6 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (2,2 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: ფასები გაიზარდა 4,4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0,38 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები მომატებულია წყალმომარაგებისა და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურების (7,7 პროცენტი), ასევე ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეებისა (4,4 პროცენტი) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლისა და შეკეთების (2,5 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 4,9 პროცენტით, რაც 0,34 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (8,0 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1,8 პროცენტი).

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა