logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ქობულია: PostEurop-ის სხდომის თბილისში ჩატარება არის იმ პროგრესის შედეგი, რომელსაც საქართველომ საფოსტო მომსახურების სფეროში მიაღწია
გიორგი ქობულია: PostEurop-ის სხდომის თბილისში ჩატარება არის იმ პროგრესის შედეგი, რომელსაც საქართველომ საფოსტო მომსახურების სფეროში მიაღწია
14:06 03.10.2018
„საქართველო დაინტერესებულია საფოსტო მომსახურეობის სფეროში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებით, რადგან ჩვენთანაც საკმაოდ დიდი ტემპებით ვითარდება ელექტრონული ვაჭრობა და უნდა ვიყოთ ამ დარგის მოწინავე პოზიციაზე“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ თბილისში PostEurop-ის 34-ე პლენარული სხდომის გახსნის ღონისძიებაზე, რომელსაც „საქართველოს ფოსტა“ მასპინძლობს. პლენარულ სხდომას 49 ქვეყნის 52 საფოსტო ოპერატორის მაღალი რანგის მენეჯერები ესწრებიან.


ფორუმის ფარგლებში, 2-4 ოქტომბერს, ეკონომიკის სამინისტროს შპს „საქართველოს ფოსტის“ მხარდაჭერით თბილისში ასევე იმართება „ბიზნეს ინოვაციების ფორუმი,“ სადაც ევროპის სხვადასხვა კომპანიები წარმოადგენენ საფოსტო ბიზნესთან დაკავშირებულ ინოვაციურ პროდუქტებს, პროექტებს და ხედვებს. მიმდინარე წელს, PostEurop ბიზნეს ინოვაციის ფორუმმა ყველაზე საინტერესო საფოსტო სტარტაპებს მოუყარა თავი. მათ შორის წარდგენილნი არიან წარმატებული კომპანიები სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის: ინტერნეტ ინდუსტრიის, ელექტრონული კომერციის, ხელოვნური ინტელექტის, ავტომატიზაციასა და ციფრული რეკლამის სფეროებიდან.


როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, ამ რანგის ფორუმის ჩატარება საქართველოსთვის დიდი პატივია. „დღესდღეობით, საფოსტო ოპერატორები და ეკონომიკის ეს სექტორი ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს, რადგან ელექტრონული ვაჭრობა ძალიან პოპულარული ხდება და ბევრი ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ელექტრონულ ვაჭრობას უნდა მოემსახუროს საფოსტო ოპერატორი - მიუტანოს შემკვეთს შეძენილი ნივთი, შესაბამისად, ძალიან დიდი მოლოდინია, თუ რა ინოვაციებს წარმოადგნენ საფოსტო ოპერატორები და როგორ მიაღწევენ კიდევ უფრო მაღალ მომსახურების სტანდარტებს“ - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.


მინისტრმა „საქართველოს ფოსტის“ საქმიანობა დადებითად შეაფასა. „მე შევისწავლე მათი მუშაობის სტანდარტები და ძალიან შთამბეჭდავია შედეგები, რომლებსაც ჩვენმა ფოსტამ მიაღწია ხარისხით თვალსაზრისით. ვიმედოვნებ, რომ ის პროგრესი, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს, მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ დაინახა და ამიტომ შეიკრიბნენ დღეს ჩვენთან, რომ ჩვენგან რაღაც ისწავლონ და ჩვენც ვისწავლოთ მათგან“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა