logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ქობულია: KfW-ი და AFD-ი საქართველოს ენერგეტიკის რეფორმაში 74 მლნ ევროთი დაგვეხმარება
გიორგი ქობულია: KfW-ი და AFD-ი საქართველოს ენერგეტიკის რეფორმაში 74 მლნ ევროთი დაგვეხმარება
11:58 03.10.2018
საქართველოსა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) და საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის საკრედიტო შეთანხმებების ხელმოწერის ცერემონიალს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი დაესწრნენ.



სასესხო შეთანხმებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა ოლაფ ციმელკამ, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა გაელე ასაიაგმა.


ხელმოწერილი შეთანხმებების თანახმად, საქართველო მიიღებს ჯამურად 74 მლნ ევროს ფინანსურ რესურსს, რომელიც გამოყოფილია საქართველოს მთავრობის მიერ ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერის მიზნით და სრულად იქნება მიმართული სახელმწიფო ბიუჯეტში.


გიორგი ქობულიას განცხადებით, „აღნიშნული შეთანხმებები იმის დადასტურებაა, რომ ევროკავშირი და ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა საფრანგეთი და გერმანია, ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ჩვენს ენერგეტიკულ სფეროში განვითარებას და რეფორმებს. „მზად ვართ, რომ ამ მიმართულებით წავიდეთ და რეფორმები განვახორციელოთ“ – აღნიშნა ქობულიამ.



„ შეთანხმებებზე ხელმოწერით ჩვენ კიდევ უფრო გავაფართოებთ იმ ნაყოფიერ თანამშრომლობას ენერგეტიკის სექტორში, რომელიც უკვე ჩამოგვიყალიბდა საქართველოს ხელისუფლებასთან. ენერგოსექტორი უმნიშვნელოვანესი სფეროა, ვინაიდან მოიცავს ენერგოუსაფრთხოებასა და იმ რესურსების ეფექტურ გამოყენებას, რომელიც აქვს ქვეყანას,“ - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.


ხელმოწერილი სასესხო შეთანხმებით ფინანსური რესურსის გამოყოფა მოხდება 2018 წლის 14 მაისს საქართველოს, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის ხელმოწერილი განზრახულობათა დეკლარაციის „გერმანიის და საფრანგეთის ფინანსური თანამშრომლობა საქართველოსთან“ ფარგლებში. აღნიშნული დეკლარაცია გულისხმობს, რომ რეკონსტრუქციის განვითარების საკრედიტო ბანკი და საფრანგეთის განვითარების სააგენტო მზად არიან მხარი დაუჭირონ საქართველოს მთავრობის მიერ ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილ რეფორმებს და ითანამშრომლონ საქართველოსთან ენერგეტიკის სფეროში 4 წლიანი (2018-2021) პროგრამის ფარგლებში.


2018 წელს საქართველო KfW-სგან და AFD-სგან მიიღებს ბიუჯეტის მხარდამჭერ სესხს ჯამურად 74 მილიონ ევროს პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ენერგეტიკის სექტორის, მათ შორის ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული ღონისძიებების მხარდასაჭერად.


ამასთანავე, ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდასაჭერად დაგეგმილია ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმიდან (NIP) 8.5 მილიონი ევროს გამოყოფა გრანტის სახით, რომელიც გამოყენებული იქნება პროგრამის ტექნიკური დახმარებისთვის.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა