ფინანსთა მინისტრის მოადგილის პაპუნა პეტრიაშვილის განცხადებით, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის კიდევ ერთი სარეზერვო ფონდი შეიქმნება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გააკონტროლებს.
ამის შესახებ პეტრიაშვილმა დღეს, საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრებთან შევხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის სარეზერვო ფონდი მხოლოდ ერთი წლის ვადით შეიქმნება, რომელიც 50 მილიონით განისაზღვრება და ეს თანხა მხოლოდ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას მოხმარდება.
„ეს არ იქნება მუდმივმოქმედი სარეზერვო ფონდი“ – აღნიშნა პეტრიაშვილმა.
დღეს, პარლამენტში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხის განხილვა დაიწყო, რომელსაც 25 ივლისს რიგგარეშე სესიაზე დაამტკიცებენ.
19 ივლისს სტიქიამ კახეთი, სამცხე–ჯავახეთი და მცხეთა-მთიანეთი დააზიანა. სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის მთავრობამ 162 მილიონი ლარი გამოყო.

















