სასტუმრო „ბილტმორში“ დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
გიორგი ქობულია პოსტევროპის (PostEurop) 34-ე პლენარულ სხდომას გახსნის, რომელსაც 49 ქვეყნის 52 საფოსტო ოპერატორის მაღალი რანგის მენეჯერი დაესწრება, მათ შორის პოსტევროპის გენერალური მდივანი ბოტონ სებენი, პოსტევროპის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ჟან პოლ ფორსევილი, მსოფლიო საფოსტო კავშირის გენერალური დირექტორი ბიშარ ჰუსეინი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები.
ამასთანავე, „საქართველოს ფოსტის“ მხარდაჭერით გაიმართება „ბიზნეს ინოვაციების ფორუმი“, სადაც ევროპის სხვადასხვა კომპანიები წარმოადგენენ საფოსტო ბიზნესთან დაკავშირებულ ინოვაციურ პროდუქტებს, პროექტებს და ხედვებს.
ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია სპეციალური პრესკონფერენცია.
ღონისძიება 09:00 საათზე დაიწყება.

















