მიმდინარე წლის 2-4 ოქტომბრის ჩათვლით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, საქართველო ქალაქ დუბაიში, უძრავი ქონების საინვესტიციო გამოფენაზე იქნება წარდგენილი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს, როგორც საპატიო ქვეყნის სტატუსით მიწვეულ ქვეყანას, განსაკუთრებული საგამოფენო სივრცე გამოეყო.
გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება საქართველოს საინფორმაციო სტენდიც, სადაც თითოეულ დაინტერესებულ პირი შეძლებს მიიღოს ინფორმაცია იმ პრიორიტეტული საინვესტიციო სექტორების შესახებ, რასაც საქართველო უცხოელ ინვესტორებს სთავაზობს.
უძრავი ქონების საინვესტიციო გამოფენაზე თავს იყრიან უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიები/ორგანიზაციები, ინვესტორები, ექსპერტები და ა.შ.
დღესვე, გამოფენის ფარგლებში გამართულ ფორუმზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა ქვეყნის საინვეტიციო გარემოს, უძრავი ქონებისა და სასტუმრო-მომსახურების სექტორების შესახებ პრეზენტაცია გამართა. მიხეილ ხიდურელმა ყურადღება გაამახვილა სტაბილურ ეკონომიკური გარემოზე, მნიშვნელოვნად გამარტივებულ ადმინისტრაციულ პროცედურებზე, ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობასა და განვითარებულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე.

















