logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: მცირე ჰესების განვითარებას კიდევ უფრო აქტიურად დავუჭერთ მხარს
ნათია თურნავა: მცირე ჰესების განვითარებას კიდევ უფრო აქტიურად დავუჭერთ მხარს
16:29 02.10.2018
„ჩვენი ენერგეტიკული სისტემა დიდი გამოწვევის წინაშე დგას, რადგან დაჩქარებული ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ ძალიან იზრდება მოხმარება ენერგეტიკულ სექტორში და
ეკონომიკის სამინისტრო კიდევ უფრო აქტიურად დაუჭერს მხარს მცირე ჰესების განვითარებას“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ ბოდორნაჰესის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბოდორნაჰესის მშენებლობისთვის განხორციელებული ინვესტიციის საერთო მოცულობა 10 მლნ ლარია. ახალი ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლრავე 2.5 მგვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება - 15 მლნ.კვტ/სთ. როგორც ჰესის გახსნის ღონისძიებაზე აღინიშნა, ბოდორნაჰესი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სათავე ნაგებობებისა და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას გააუმჯობესებს,რაც თავის მხრივ თბილისის სტაბილური წყალმომარაგების კიდევ ერთი გარანტია იქნება.

ნათია თურნავას შეფასებით, ბოდორნაჰესი, გარდა იმისა, რომ 15 მილიონ კილოვატ საათს შემატებს სისტემას, იმითაცა გამორჩეულია, რომ ე.წ. „მწვანეჰესია“. „ის იმ კატეგორიის სადგურებს მიეკუთვნება, რომლებზეც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს სრული კონსენსუსი, მათ შორის ენერგეტიკოსებსა და გარემოს დაცვით სპეციალისტებს შორის იმ თვალსაზრისით, რომ არის მხოლოდ სიკეთის და დასაქმების მომტანი, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო და ასევე იმ მაღალმთიან რეგიონებში, სადაც ბევრი სხვა ბიზნესი შეიძლება ვერ განვითარდეს“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისმინისტრის მოადგილემ.

ამასთან, როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, დღეს საქართველოში დაახლოებით 80-მდე ასეთი ტიპის მცირე სადგური გვაქვს, თუმცა, მისი თქმით , ეს არ შეესაბამება ჩვენს პოტენციალს, მზარდ მოთხოვნებს და ეს მიმართულება განსაკუთრებით მხარდასაჭერია.

„გპირდებით, რომ უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო მეტი ახალი, მათ შორის მცირე სადგურის ექსპლუატაციაში შესვლის მომსწრეები გავხდებით“, -აღნიშნა ნათია თურნავამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა