logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 12,0%-ით გაიზარდა
ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 12,0%-ით გაიზარდა
12:54 01.10.2018
ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 2017 წელს გასულ წელთან შედარებით 12,0%-ით გაიზარდა და 71,7 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2017 წელს მისი მოცულობა 38,2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 11,9%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
გასულ წელს მთლიანი ბრუნვის 44,9% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 23,1% - საშუალო, ხოლო 32,0% - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 40,8%, საშუალოზე - 25,4%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 33,8%.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2017 წელს 50,8 მლრდ. ლარი (გასულ წელთან შედარებით 11,9%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 31,6 მლრდ. ლარი შეადგინა (გასულ წელთან შედარებით 12,0 %-ით მეტი). 2017 წელს დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 708,2 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 6,2%-ით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 39,8% ქალია, ხოლო 60,2% - კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 33,0% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20,5% - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 46,5% - მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 652,4 ათასი კაცი შეადგინა (გასულ წელთან შედარებით - 5,2%-ით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 8046,4 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასულ წელთან შედარებით 14,6 %-ით მეტი). 2017 წლის საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1019,7 ლარს გაუტოლდა (გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 81.4 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 764,4 ლარი (გასულ წელთან შედარებით გაიზარდა 48,0 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1195.9 ლარი, საშუალო ბიზნესი – 1196.9 ლარი, მცირე ბიზნესი – 776.1 ლარი.
2017 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 45,7% მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა დამამუშავებელი მრეწველობა - 11,9%-იანი წილით, შემდეგ მოდის მშენებლობა - 9,8%-იანი წილით, ხელოვნება, გართობა და დასვენება 8,6%-იანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება 6,6%-იანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება 4,1%-იანი წილით, ხოლო დარჩენილი 13,3% კი სხვა დარგებზე ნაწილდება.

2017 წელს დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და მშენებლობის საქმიანობების დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 26,0%, 13.1% და 10,8%-იანი წილებით). თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების (9,8%), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8,0%), და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (6,0%).
რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში ლიდერობს ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: ქ. თბილისი – 63.9%, აჭარის ა.რ. – 8.3%, ქვემო ქართლი – 7.7%, იმერეთი – 5.9%, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 4.5% რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობს კვლავ ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: ქ. თბილისი – 71.2%, აჭარის ა.რ. – 7.2%, ქვემო ქართლი – 6.0%, იმერეთი – 4.9%, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.3%. ქვემოთ მოცემული გრაფიკი ასახავს რეგიონების (ქ. თბილისის გარდა) მიხედვით ბრუნვასა და პროდუქციის გამოშვებას.
რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, რეგიონების მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება: ქ. თბილისი – 61.8%, აჭარის ა.რ. – 9.9%, იმერეთი – 7.3%, ქვემო ქართლი – 5.9%, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 4.2%. ქვემოთ მოცემული გრაფიკი ასახავს ცალკეულ რეგიონში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის განაწილებას სქესის მიხედვით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა