logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არაკომეციული ორგანიზაციების სექტორის ბრუნვამ 101,6 მლნ. ლარი შეადგინა
არაკომეციული ორგანიზაციების სექტორის ბრუნვამ 101,6 მლნ. ლარი შეადგინა
12:06 01.10.2018
დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2017 წელს არაკომეციული ორგანიზაციების სექტორის ბრუნვის მოცულობამ დამხმარე კომერციული საქმიანობიდან 101,6 მლნ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს 3,0 პროცენტით აღემატება.

საქსტატის ინფორმაციით, ბრუნვის მოცულობაში ყველაზე დიდი წილი ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგზე (25,5 პროცენტი) მოდის, აგრეთვე, განათლების (24,8 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენების (21,5 პროცენტი), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობებისა (11,1 პროცენტი) და სხვა სახის მომსახურების გაწევის (10,8 პროცენტი) დარგის ორგანიზაციებზე. ბრუნვის მოცულობა დაახლოებით 2,6-ჯერაა გაზრდილი ტრანსპორტირება და დასაწყობების დარგში, 2,4-ჯერ მშენებლობაში, 2,2-ჯერ - ინფორმაცია და კომუნიკაციის დარგში, 22,3 პროცენტით ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგში, 13,4 პროცენტით განათლებაში და 10,6 პროცენტით პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების დარგში.

პროდუქციის (საქონლისა და მომსახურების) გამოშვების მოცულობამ არაკომერციული ორგანიზაციების სექტორში 2017 წელს 973,1 მლნ. ლარი შეადგინა (აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაზრდილია 4,4 პროცენტი). პროდუქციის გამოშვებაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩეოდა სხვა სახის მომსახურების (27,3 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობების (24,9 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენების (17,4 პროცენტი), განათლების (11,8 პროცენტი) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (10,3 პროცენტი) დარგის ორგანიზაციები. არაკომერციულ ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობამ 2017 წელს 52,9 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 53,7 პროცენტი ქალია, ხოლო 46,3 პროცენტი კაცი. აღნიშნული მაჩვენებელი 2016 წელთან შედარებით 0,1 პროცენტითაა შემცირებული.

დასაქმებულთა ყველაზე დიდი ნაწილი – 29,2 პროცენტი – განათლების დარგის ორგანიზაციებზე მოდის. 24,1 პროცენტი - ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგის ორგანიზაციებზე, 14,5 პროცენტი - ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგის ორგანიზაციებზე, 12,9 პროცენტი - სხვა სახის მომსახურების დარგის ორგანიზაციებზე, 7,2 პროცენტი - წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობების დარგის ორგანიზაციებზე, 6,0 პროცენტი - პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების დარგის ორგანიზაციებზე, ხოლო დანარჩენი 6,0 პროცენტი სხვა დარგებში ნაწილდება. დასაქმებულთაგან დაქირავებულია 52,0 ათასი (მათ შორის ქალია 53,8 პროცენტი). დაქირავებულთა რაოდენობა 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით 0,5 პროცენტითაა გაზრდილი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა