logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: ძალიან მკაფიო გზავნილები გააკეთა პრემიერმა რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე
არჩილ თალაკვაძე: ძალიან მკაფიო გზავნილები გააკეთა პრემიერმა რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე
11:59 28.09.2018
პარლამენტის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე მკაფიო გზავნილები გააკეთა.

მისივე თქმით, პრემიერმა საქართველო წარმოაჩინა, როგორც ძლიერი პარტნიორი, რომელსაც მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება.

„მამუკა ბახტაძის გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამორჩეული იყო იმით, რომ მან საქართველო, თავისი ქვეყანა წარმოაჩინა, როგორც ძლიერი პარტნიორი, რომელსაც კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან და ეს ძალიან მკაფიოდ იყო მის გამოსვლაში. მე ვფიქრობ, რომ სწორი აქცენტები გააკეთა პრემიერმა, როდესაც ისაუბრა რეგიონში საქართველოს როლზე, ისაუბრა მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე და ამავე დროს, მოუწოდა პარტნიორ ქვეყნებს, რომ საქართველოს განვითარების პროცესს კიდევ უფრო აქტიურად დაუჭირონ მხარი. ჩვენი ქვეყანა დღეს ნამდვილად მზად არის ამისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მამუკა ბახტაძეს განათლება მიღებული აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ის ქართულ ენაზე გამოვიდა გენერალური ასამბლეის წინაშე, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველოს აქვს უნიკალური კულტურა, ტრადიცია, ენა და კიდევ უფრო გამოარჩევს ჩვენს ქვეყანას მსოფლიოში.
ასევე, ძალიან მკაფიო გზავნილები გააკეთა პრემიერმა რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, იმ პრობლემებზე, რასაც რუსული რბილი ძალა ჰქვია და იმ მძიმე დარღვევებზე, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება და ამაზე პასუხისმგებელი არის რუსეთის ფედერაცია. რა თქმა უნდა, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არის მტკიცე და ურყევი. ეს არის დასავლეთში და დასავლურ საზოგადოებაში ინტეგრაცია, ეს არის ნატო და ევროკავშირი, რაც პრემიერ-მინიტრმა კიდევ ერთხელ გაეროს მაღალი ტრიბუნიდან გააჟღერა“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა