logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
რომან კაკულია: კონკურენცია ის საკვანძო ფაქტორია, რომელიც ეკონომიკის სწრაფ ზრდას უწყობს ხელს
რომან კაკულია: კონკურენცია ის საკვანძო ფაქტორია, რომელიც ეკონომიკის სწრაფ ზრდას უწყობს ხელს
16:09 27.09.2018
„თუ ჩვენთვის პრიორიტეტია ქვეყნის კონკურენტუნარიანობის განვითარება და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს ფორმირება, ასევე ბუნებრივი მონოპოლიებისა და გარკვეული სექტორების ეფექტიანი რეგულირება, მაშინ არსებული სამართლებრივი ჩარჩოც ამის საშუალებას უნდა იძლეოდეს“ - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულიამ „კონკურენციის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.



„კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, მარეგულირებელი ორგანოების და საქართველოს კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენლებმა დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ იმსჯელეს და წინადადებები წარადგინეს.



შეხვედრაზე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ყურადღება გაამახვილა იმ პრიორიტეტულ საკითხებზე, რაც თავისუფალი კონკურენტული გარემოს ფორმირებას უზრუნველყოფს, -„გამოვყოფდი სამ მთავარ გამოწვევას, ესენია კონკურენციის სააგენტოს დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა, საკანონმდებლო დონეზე სააგენტოს შესაბამისი ინსტრუმენტებით უზრუნველყოფა, თავისი ფუნქციების ხარისხიანად შესასრულებლად და რეგულირებად სექტორებში კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილების გაფართოება.“



მისი თქმით მნიშვნელოვანია კონკურენციის სისტემამ ხელი შეუწყოს იმგვარი გარემოს ფორმირებას, რომელიც უზრუნველყოფს როგორც მომხმარებლის, ასევე მიმწოდებლის მომგებიან პოზიციას. „კონკურენცია სწორედ ის საკვანძო ფაქტორია, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკის გაცილებით სწრაფ ზრდას და კონკურენტუნარიანი, მომხმარებელზე ორიენტირებული ეკონომიკის არსებობას. ასევე აუცილებლობას წარმოადგენს მუდმივ მონიტორინგს ექვემდებარებოდეს რისკის შემცველი საბაზრო სეგმენტები. სწორედ თითოეული ეს ფაქტორი უნდა იყოს ასახული ახალ კანონმდებლობაში“, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.



შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტებმა საუკეთესო საერთაშორისო და ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეაფასეს კანონპროექტი და თავიანთი კომენტარები წარმოადგინეს პროექტთან დაკავშირებით.



შეხვედრას ესწრებოდნენ - ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სამეწარმეო საქმიანობის განყოფილების ექსპერტი, პედრო კარო დე სოუზა და ექსპერტი კონკურენციის დარგში, საბინე ზიგელსკი; გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) იურიდიული საკითხების ექსპერტი კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების პოლიტიკის დარგში, ებრუ გოკჩე; ლიეტუვას კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარე, შარუნას კესერაუსკასი, რუმინეთის კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარე, ბოგდან მარიუს კირიცოიუ და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრები.



სამუშაო შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის პროექტის - "საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა", ორგანიზებით.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა