logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან იზორია: წარმომადგენლობითი ხარჯების ზრდა მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაფინანსებამ განაპირობა
ლევან იზორია: წარმომადგენლობითი ხარჯების ზრდა მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაფინანსებამ განაპირობა
11:33 27.09.2018
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან განმარტება გააკეთა სახელმწიფო აუდიტის დასკვნის შესახებ, სადაც თავდაცვის უწყების წარმომადგენლობითი ხარჯების ზრდაზეა საუბარი. ლევან იზორიას განცხადებით, წარმომადგენლობითი ხარჯების ზრდა მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაფინანსებამ განაპირობა.

“მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ხარჯების მატება გარკვეულმა ობიექტურმა გარემოებებმა განაპირობა. 2017 წელს ჩვენ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გვქონდა - გამოვყოფდი ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტს, რომლის ჯამურმა ღირებულებამ დაახლოებით 400 000 ლარი შეადგინა. ამავე წელს პირველად ჩატარდა სამხრეთ-აღმოსავლეთის თავდაცვის მინისტერიალი (SEDM), რაც ასევე, დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. ამან ჯამურად მოგვცა სწორედ ის განსხვავება, რაც 2016 წლის ბიუჯეტით იყო წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის განსაზღვრული,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებების დაფინანსება, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია და მომავალშიც გაგრძელდება.

„ხარჯების ზრდა ობიექტური გარემოებებითაა განპირობებული და ამას წლევანდელი წარმომადგენლობითი ხარჯებიც მოწმობს, რომელიც 10 თვის მონაცემებით გაცილებით ნაკლებია, ვიდრე შარშან იყო და იქნება გაცილებით ნაკლები ჯამურად, ვიდრე 2017 წელს იყო. თუ დააკვირდებით გასული 8 წლის წარმომადგენლობით ხარჯებს, ნახავთ, რომ დინამიკა არის ძალიან განსხვავებული და ეს განსხვავება განპირობებულია მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაფინანსებით“ - აღნიშნა ლევან იზორიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა