logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: ენერგეტიკის სექტორის რეფორმის შედეგად საქართველოს რეგიონალური ენერგოჰაბის როლი გაძლიერდება
ნათია თურნავა: ენერგეტიკის სექტორის რეფორმის შედეგად საქართველოს რეგიონალური ენერგოჰაბის როლი გაძლიერდება
20:37 26.09.2018
ენერგეტიკის სექტორის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა უძღვებოდა.

რეფორმის მხარდამჭერი პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) დაფინანსებით ხორციელდება და საქართველოს ენერგეტიკის სექტორში „ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში“ გაწევრიანების შედეგად აღებული ვალდებულებების შესრულებასა და ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირებას ისახავს მიზნად. პროექტი 4-წლიანია და ითვალისწინებს საქართველოსთვის საბიუჯეტო დახმარების გამოყოფას 74 მლნ ევროს ფარგლებში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმის აუცილებლობას და ამ პროცესში დონორების და ფინანსური ინსტიტუტების დახმარების მნიშვნელობას. მისი თქმით, რეფორმა ელექტროენერგეტიკისა და გაზის სექტორში თავისუფალ და კონკურენტულ ბაზარს ჩამოაყალიბებს, რაც ინვესტორებს მისცემს მეტ გარანტიებს, გააძლიერებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და განამტკიცებს ენერგოსისტემის საიმედოობას.

ნათია თურნავას განცხადებით, რეფორმების განხორციელების შედეგად კონკურენციის ხელშეწყობით და ლიკვიდურობის ზრდით მოხდება მომხმარებლისათვის უწყვეტი, მაღალი ხარისხის და სამართლიანი ფასის მქონე ენერგიის მიწოდება. მისი თქმით, ასევე მოხდება ვაჭრობის განვითარება მეზობელ ქვეყნებთან და ევროკავშირთან და საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის როლის გაძლიერება, ასევე ენერგოეფექტური ღონისძიებების წახალისება, განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისება და სხვ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წლის ბოლომდე გეგმავს ენერგეტიკის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში წარდგენას, ელექტროენერგეტიკის ბაზრის დიზაინის პროექტის მიღებას და მთავრობისთვის წარდგენას, ასევე განახლებადი ენერგიების კანონპროექტის, განახლებადი ენერგიების სამოქმედო გეგმის და ენერგოეფექტურობის კანონპროექტის მომზადებასა და განსახილველად გადაგზავნას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა