Credy 24 არის ონლაინ პლატფორმა, სადაც მომხმარებელს საშუალება აქვს მისთვის სასურველი სხვადასხვა
ონლაინ სესხი შეარჩიოს. კრედის მომსახურება თანაბრად მიმზიდველია როგორც კლიენტებისთვის, ასევე იმ საბანკო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც სესხს გასცემენ.
კომპანია მრავალი წელია საქართველოს ბაზარზე წარმატებით ოპერირებს. მისი გამოცდილი ჯგუფი კი სისწრაფესა და ხარსიხზეა ორიენტრებული.
გჭირდებათ ონალინ სესხი? ან შეიძლება არჩევანი გრძელვადიან სესხზე გააკეთოთ, თუნდაც ავტო ლომბარდით დაინტერესდით – კრედი 24–ის საიტის დახმარებით, თქვენ სურვილებზე მორგებული სესხის მიღება შეგიძლიათ.
რა არის ონლაინ სესხები?
Onlain sesxebi 21–ე საუკუნის ტრენდად ითვლება. მომსახურება აქტუალობას არ კარგავს და რა თქმა უნდა, არც მომხარებლის ნაკლებობას უჩივის. ონლაინ სესხის უპირატესობა მის სისწრაფეში მდგომარეობს. თუ თანხა მარტივი პროცედურებით, დღესვე გჭირდებათ, ეს შემოთავაზება სწორედ თქვენთვისაა.
სასურველი თანხის მიღება მარტივი სააპლიკაციო ფორმის შევსების შედეგადაა შესაძლებელი. მომხმარებელი მოთხოვნაზე პასუხს, დაახლოებით, 15 წუთში იღებს.
სარეგისტრაციო ფორმის შევსებისთვის საჭიროა შესაბამის ველში შემდეგი სახის ინფორმაცია მიუთითოთ:
• სახელი და გვარი;
• ტელეფონის ნომერი;
• ელ–ფოსტის მისამართი;
• საცხოვრებელი ადგილის მისამართი;
• საბანკო ანგარიშის ნომერი, სადაც გსურთ რომ სესხის სახით მიღებული თანხა ჩაგერიცხოთ.
თუკი ხართ 18 წლის, საქართველოს მოქალაქე და არც დავალიანება გაქვთ, რომელიმე ბანკსა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, მაშინ თქვენ შეგიძლიათ სწრაფი სესხი უპრობლემოდ მიიღოთ.
გრძელვადიანი სესხები – როგორ ვისარგებლოთ მომსახურებით?
Credy 24-ის სესხები გრძელვადიანი პერიოდით კარგი გზაა ფინანსური პრობლემის მოსაგვარებლად. ამ ტიპის სესხს ხშირად სამომხმარებლო სესხის სახელითაც მოიხსენიებენ.
მომახურება იმ პირებისთვისაა ხელსაყრელი, რომლებსაც თანხის ერთდროულად, მცირე დროში დაფარვა არ შეუძლიათ.
გრძელვადიანი სესხის უპირატესობა იმაშიც მდგომარეობს, რომ კრედიტი უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა და სესხის ოფიცერი არც თანხის მიზნობრიობის დამტკიცებას მოითხოვს.
მომხმარებელს თანხის მიღება 3 000 ლარამდე შეუძლია და მისი დაფარვის პერიოდი 3 თვიდან 2 წლამდე განისაზღვრება.
ავტო ლომბარდი – დაკრედიტების ერთ–ერთი საშუალება
დღეს–დღეობით, ავტო ლომბარდი დაკრედიტების კარგი საშუალებაა. სერვისი მათთვისაა, ვისაც სესხის აღება ეჩქარება, არ აქვს დრო საჭირო დოკუმენტების შესაგროვებლად, თუმცა ჰყავს ავტომობილი.
ავტო ლომბარდის სარგებლობის შემთხვევაში, აუცილებელია მანქანის დაგირავება, თუმცა ავტომობილი მომხმარებლის სახელზე რჩება.
კომპანიების უმრავლესობა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თავად შეარჩიოს მომსახურების პირობები – გააგრძელოს მანქანის მართვა თუ გააჩეროს იგი ავტოსადგომზე.
ავტო–ლომბარდის სარგებლობის შემთვევაში, მინიმალური საბუთების წარდგენაა საჭირო. აუცილებელია თან იქონიოთ:
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
• ავტომობილის ტექნიკური პასპორტი.
აუცილებელი პირობაა, რომ ავტო ექსპერტმა მანქანის ზოგადი მდგომარეობა შეაფასოს. გასათვალისწინებელია ავტომობილის მოდელი და წლოვანება, თანხის ოდენობა სწორედ აღნიშნულზეა დამოკიდებული. სხვა სესხების მსგავსად, ავტო ლომბარდის შემთხვევაშიც, თანხის გადახდა წინასწარი შედგენილი გრაფიკით ხდება, პროცენტთან ერთად კი სესხის ძირი თანხაც იფარება. ვადაზე ადრე, სესხის დაფარვის შემთხვევაში ავტომობილის გამოსყიდვაა შესაძლებელი.

















