კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი (CIP), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს სსიპ სოფლის-მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მხარდაჭერით, დღეს სასტუმრო Holiday Inn-ში გამართავს შეხვედრას თემაზე -„საქართველოში მეკარტოფილეობის განვითარება“.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კარტოფილის საერთაშორისო ცენტრმა საქართველოში მეკარტოფილეობის დარგის საბაზისო კვლევები ჩაატარა, მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, შეიმუშავა საქართველოში კარტოფილის მეთესლეობის განვითარების გეგმა. ვორკშოფზე კარტოფილის მეთესლეობის გეგმის სამუშაო განხილვა გაიმართება. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), აკრედიტაციის სააგენტოს, საქპატენტის წარმომადგენლები დაესწრებიან.

















