logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი შილდაში თორნიკე ჩუბინიძის ღვინის მარან "ჩუბინს" ესტუმრა
ლევან დავითაშვილი შილდაში თორნიკე ჩუბინიძის ღვინის მარან "ჩუბინს" ესტუმრა
13:08 23.09.2018
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში თორნიკე ჩუბინიძის ღვინის მარანს ესტუმრა.

ახალგაზრდა მეღვინე, თორნიკე ჩუბინიძე ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში თბილისიდან საცხოვრებლად 2016 წელს გადავიდა. იმავე წელს, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამის მხარდაჭერით ღვინის მარანი ააშენა და პირველი მოსავალი დაწურა. 2017 წელს თორნიკე ჩუბინიძემ ექსპორტზე 40 ათასამდე ბოთლი ღვინო გაგზავნა. „მარანი ჩუბინი“ ექსპორტს მსოფლიოს 4 ქვეყანაში ახორციელებს: იაპონიაში, ჩინეთში, საფრანგეთში და აშშ-ში.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მარანში სტუმრობისას აღნიშნა, თორნიკე ჩუბინიძემ,საკუთარი მიზანდასახულობით და სახელმწიფოს მხარდაჭერით, მოკლე დროში მიაღწია წარმატებას, აწარმოებს ღვინოს, ახორციელებს ექსპორტს, გეგმავს წარმოების გაზრდას და მეღვინეობის დარგის მნიშვნელოვან მიმართულებას - ღვინის ტურიზმს ანვითარებს.

„მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გატარებული სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, საქართველოში მნიშვნელოვნად გაძლიერდა ღვინის ინდუსტრია, გაიზარდა ღვინის ექსპორტი, რასაც შედეგად, ღვინის საწარმოებისა და მარნების რაოდენობის გაზრდა მოჰყვა. თუ 2012 წელს საქართველოში 50-მდე სხვადასხვა მოცულობის ღვინის საწარმო და მარანი იყო, დღეს მათი რიცხვი 500-მდე გაიზარდა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

„ამერიკაში ჩვენი ღვინის ექსპორტის პირველი პარტია რამდენიმე დღის წინ გავგზავნეთ. ამერიკელიმპორტიორებთან კონტაქტი ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებული ერთ-ერთი დეგუსტაციის შემდეგდავამყარეთ. მიმდინარე ზაფხულს ჩვენმა მარანმა 15-მდე ქვეყნის ქართული ღვინის კულტურით დაინტერესებულ ტურისტს უმასპინძლა. მარანში სხვადასხვა მოცულობის 28 ქვევრი გვაქვს. ყურძენს მევენახეებისგან ვყიდულობთ, თუმცა, სამომავლოდ, აუცილებლად შევიძენ საკუთარ ვენახს და წარმოებასაც გავაფართოებ“, - აღნიშნა თორნიკე ჩუბინიძემ მინისტრთან საუბრის დროს.

კახეთში ვიზიტის დროს მინისტრმა კომენტარი მიმდინარე რთველზეც გააკეთა.
„მეღვინეობის დარგში არსებული ჯანსაღი კონიუნქტურიდან გამომდინარე, რთველის პროცესი ორგანიზებულად და შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. მოსავლის დიდი ნაწილი უკვე დაბინავებულია, გადამუშავებულია 130 ათასამდე ტონა ყურძენი; კახეთში მევენახეების შემოსავალმა 190 მლნ ლარს გადააჭარბა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად საწარმოში კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი და ღვინის ეროვნული სააგეტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა იმყოფებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა