logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში ვიოლეტა ბულცი: ევრორეგულაციების დანერგვა საქართველოს დიდ სარგებელს მოუტანს
ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში ვიოლეტა ბულცი: ევრორეგულაციების დანერგვა საქართველოს დიდ სარგებელს მოუტანს
20:23 20.09.2018
„დღევანდელი შეხვედრა მართლაც კონსტრუქციული იყო. ვისაუბრეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე და შევთანხმდით, რომ ჩვენს თანამშრომლობას მყარი საფუძველი აქვს“ - ამის შესახებ ევროკომისარმა ტრანსპორტის საკითხებში ვიოლეტა ბულცმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. გიორგი ქობულია ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება, სადაც მონაწილეობა მიიღო DCFTA -ის პირველ არაფორმალურ მინისტერიალში, რომელიც ვაჭრობის საკითხებში ევროკომისრის სესილია მალმსტრომის ინიციატივით იმართება.


„ჩვენი საუბრის ერთ-ერთი საკითხი იყო ერთიანი სატრანსპორტო რეგულაციები, რომელიც ასევე ასოცირების შესახებ შეთანხმების ნაწილია და დიდ სარგებელს მოუტანს ქვეყანას. ამ რეფორმის შედეგად შექმნილი რეალობა ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას და, აგრეთვე, საშუალებას მისცემს კომპანიებს გააფართოვონ საქმიანობა. ჩვენ ასევე აღვნიშნეთ საგზაო უსაფრთხოების მნიშვნელობა და ვფიქრობ, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით, მათ შორის აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ხელი მოეწერა საგზაო უსაფრთხოების დეკლარაციას. აუცილებლად დავეხმარებით საქართველოს ამ მიმართულებით როგორც შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობით, ისე სხვადასხვა პროექტის ფარგლებში არსებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით - აღნიშნა ვიოლეტა ბულცმა.


ევროკომისრის განცხადებით, მესამე საკითხი, რომელიც საქართველოს ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე განიხილეს, იყო რკინიგზა და საქართველოს ჩართულობა სტრატეგიულ ალიანსში ევროპასა და აზიას შორის დერეფნის მოწყობის შესახებ.
„საქართველო მიწვეული იქნება შეხვედრაზე, სადაც ჩვენ დავიწყებთ სარკინიგზო დერეფნის დაგეგმვას, რომელიც მთელ რეგიონს დააკავშირებს ერთმანეთთან. ჩვენ ასევე ყურადღება ბევრ სხვა საკითხზე გავამახვილეთ, მათ შორის საზღვაო სექტორზე, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ყველანი შევთანხმდით, რომ ჩვენს თანამშრომლობას მყარი საფუძველი აქვს და კვლავაც უნდა გავაგრძელოთ ეს თანამშრომლობა. მოუთმენლად ველი მომავალში ახალ ერთობლივ საქმიანობას“ - განაცხადა ბულცმა.


ბრიუსელში გამართულ მინისტერიალში საქართველოს მიერ DCFTA-ის ფარგლებში შეთანხმებული სამოქმედო გეგმის შესრულება და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ ასოცირების შეთანხმების, მათ შორის DCFTA-ს ეფექტური განხორციელება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, ხოლო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ითვალისწინებს მისი ეკონომიკის ევროკავშირის შიდა ბაზართან ეტაპობრივ ინტეგრაციას, რაც უზრუნველყოფს მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი სამომხმარებლო ბაზრის ხელმისაწვდომობას ტარიფებისა და კვოტების გარეშე.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა