logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ქობულიამ და ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა საქართველო-ევროკავშირს შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები განიხილეს
გიორგი ქობულიამ და ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა საქართველო-ევროკავშირს შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები განიხილეს
13:40 20.09.2018
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია ბრიუსელში DCFTA (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება)-ის პირველ არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობს, რომელიც ვაჭრობის საკითხებში ევროკომისრის, სესილია მალმსტრომის ინიციატივით იმართება.

მინისტერიალის დაწყებამდე გიორგი ქობულია სესილია მალმსტრომს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს მიერ DCFTA-ის ფარგლებში შეთანხმებული სამოქმედო გეგმის შესრულება და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების საკითხები განიხილეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ასოცირების შეთანხმების, მათ შორის DCFTA-ს ეფექტური განხორციელება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, ხოლო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან მისი ეკონომიკის ევროკავშირის შიდა ბაზართან ეტაპობრივ ინტეგრაციას ითვალისწინებს, რაც მსოფლიოს უზრუნველყოფს ერთ-ერთი მსხვილი სამომხმარებლო ბაზრის ხელმისაწვდომობას ტარიფებისა და კვოტების გარეშე.

გიორგი ქობულიას განცხადებით, სავაჭრო საკითხებში ევროკომისართან შეხვედრის ძირითადი თემა იმ პროგრესის განხილვა იყო, რომელიც საქართველოს ევროსტანდარტების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით აქვს.

„მინდა აღვნიშნო, რომ ქალბატონი მალმსტრომი მიესალმება და იწონებს ჩვენ მიერ არსებული გეგმის განხორციელებისა და შესრულების ტემპებს. ასევე, აღინიშნა ორმხრივი ვაჭრობის მაჩვენებელი ევროკავშირთან, რომლის ზრდამაც აგვისტოს ჩათვლით დაახლოებით 12 პროცენტი შეადგინა. ჩვენ ვილაპარაკეთ რამდენიმე გამოწვევაზე, თუ როგორ დავაკმაყოფილოთ ევროკავშირის სტანდარტები მეცხოველეობის სექტორში, რათა ჩვენმა კომპანიებმა, რომლებიც ამ სექტორში მუშაობენ, მაქსიმალურად გაზარდონ ექსპორტი ევროკავშირში. ასევე, განვიხილეთ სახელმწიფო შესყიდვების სტანდარტების ზრდა საქართველოში და თუ ჩვენ მივაღწიეთ ორ-სამ თვეში დაგეგმილ შედეგებს და მივიღეთ აკრედიტაცია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, ჩვენი კომპანიები უკვე ევროპასა და ევროკავშირის ქვეყნებში სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას შეძლებენ,“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
პირველ არაოფიციალურ მინისტერიალში, ასევე უკრაინისა და მოლდოვის სამთავრობო დელეგაციები მონაწილეობენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა