ფინანსათა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ მთავრობის სხდომაზე დღეს საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი წარადგინა.
როგორც გვინდაძემ აღნიშნა, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის ფონდი იქმნება, სადაც გადაუდებელი ღონისძიებებისთვის გათვალისწინებული 50 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული.
ასევე, იზრდება კახეთის განვითარების პროგრამა, რომლის მთლიანი რესურსი 110 მილიონ ლარამდე მოიმატებს. აქედან 20 მილიონი ლარი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას მოხმარდება“ - განაცხადა გვინდაძემ.
მისი თქმით, გაიზრდება კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტის ასიგნებები და მთლიანად ორი მილიონი ლარით განისაზღვრება.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მთავრობის სარეზერვო ფონდში დაახლოებით 17 მლნ ლარი რჩება და ის საჭიროების შემთხვევაში, სტიქიით დაზარალებული რეგიონების აღდგენას სმოხმარდება.
გარდა ამისა, როგორც გვინდაძემ აღნიშნა, 6 მილიონი ლარით იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებები, რაც სამუშაოს მაძიებელთა მონაცემთა ბაზის შექმნას მოხმარდება.
ფინანსათა მინისტრის თქმით, აღნიშნული წინადადებები პარლამენტს დღეს წარედგინება.

















