logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ქობულია სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორს შეხვდა
გიორგი ქობულია სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორს შეხვდა
13:37 18.09.2018
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონსა და აღნიშნული ორგანიზაციის რეგიონალური ოფისის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ნათია თურნავა და გიორგი ჩერქეზიშვილი. მხარეებმა საქართველოში მსოფლიო ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტები და სამოქმედო პროგრამა განიხილეს.

„ვისაუბრეთ იმ დახმარებაზე, რომელსაც მსოფლიო ბანკი გვიწევს, როგორც ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ასევე განათლებისა და ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით, ეს ყველაფერი ჩვენთვის ძალიან ფასეულია და ამ თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს, საჯარო მომსამსახურეთა კვალიფიკაციის კიდევ უფრო ამაღლების თემა იყო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, იმისთვის, რომ საქართველომ მსოფლიო ბანკისა და სხვა დონორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი დახმარება უფრო ეფექტიანად გამოიყენოს, აუცილებელია საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლება.

„ამისთვის საჭიროა პირობების შექმნა, რომ უფრო გამოცდილი და კვალიფიციური ხალხი მოვიზიდოთ სახელმწიფო სამსახურში, ისინი მოვამზადოთ, მივცეთ მეტი განათლება და ჩავუტაროთ ტრენინგები, რათა მათ ბევრად უფრო კვალიფიციური და ხარისხიანი გადაწყვეტილებები მიიღონ. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, უფრო მეტ შედეგს მივიღებთ იმ დახმარებისგან, რომელსაც მსოფლიო ბანკი და სხვა ორგანიზაციები გვაძლევენ. მსოფლიო ბანკი გვთავაზობს კონსულტაციების გამართვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება საჯარო სამსახურში მოხელეების კვალიფიკაციის საგრძნობ ზრდას მივაღწიოთ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა