logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართა
პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართა
20:56 17.09.2018
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კენჭი უყარეს „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის საქმიანობის ანგარიშს“, რომელიც კომიტეტს წინა სხდომაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა, ვახტანგ აბაშიძემ წარუდგინა.

კომიტეტის წევრებმა აღნიშნული დოკუმენტი არასათანადოდ მომზადებულად მიიჩნიეს. მათ მიერ გამოითქვა გარკვეული სახის შენიშვნები. მათ შორის, აღინიშნა რომ სასურველი იყო წარმოდგენილი ყოფილიყო მარკეტინგული კვლევები და შესაბამისი ანალიზი ასევე, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სიკეთეს მიიღებს მომხმარებელი ამ დარგის რეგულირებისაგან. კომისიის წარმომადგენლისგან მიღებული დაპირების შესაბამისად, მომავალი ანგარიშის წარდგენისას ეს შენიშვნები გათვალისწინებული იქნება. დოკუმენტის პლენარულ სხდომაზე მოსმენას კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

„წარმოდგენილი ანგარიში სრულყოფილებისგან შორს იყო. საზოგადოებრივი აზრის მეტი სიღრმისეული კვლევა გვჭირდება, როგორც ბიზნესწარმომადგენლების, ასევე ზოგადად, ამ სეგმენტის მომხმარებლებისა. ჩვენ შესაბამის რეკომენდაციას მივცემთ კომისიას და სწორედ, ამ რეკომენდაციის გათვალისწინებით დავუჭერთ მხარს წარმოდგენილი ანგარიშის პლენარულ სხდომაზე გატანას, სადაც ასევე გვექნება საშუალება გამოვთქვათ ჩვენი დამოკიდებულება და მოსაზრებები“, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა პარლამენტის წევრების: კახაბერ კუჭავას, არჩილ თალაკვაძის და მამუკა მდინარაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც ელექტროძრავიანი ავტობუსების (მათ შორის, მიკროავტობუსების) იმპორტისა და მიწოდების დამატებული ღირებულების გადასახადისაგან განთავისუფლდებას ითვალისწინებს.

სხდომაზე, საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი დოკუმენტები: „საქართველოს (მიმღები) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას (როგორც E5P დაფინანსებული პროექტის განმახორციელებელი სააგენტო „საქართველოში საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენება“) შორის საგრანტო შეთანხმება და ასევე, „საქართველოს და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოში საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენება“) ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. მისი განმარტებით, შეთანხმებები საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის კუთხით ღონისძიებების განხორციელებას ითვალისწინებს, რაც პროექტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ და საგანმანათლებლო შენობებში განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის წყაროების დანერგვით იქნება მიღწეული.

„ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით მზადდება კანონმდებლობა. ასევე, მზადდება კანონპროექტი ენერგეტიკასთნ დაკავშირებით, რომელიც მთელ რიგ საკითხებს მოაწესრიგებს. კანონპროექტში დიდი ყურადღება ეთმობა რაიონული ტიპის გათბობის თუ გაგრილების სისტემებს. აქედან გამომდინარე, ამ სესხის აღება ნაადრევი ხომ არ იქნება“ - აღნიშნა რომან კაკულიამ. კომიტეტის თავმჯდომარის მოსაზრებით უფრო ლოგიკური იქნებოდა პარლამენტს ჯერ მიეღო შესაბამისი კანონები და მერე, საჭიროების მიხედვით მომხდარიყო სესხის აღება. კომიტეტის წევრებმა გამოთქმული მოსაზრება გაიზიარეს ამიტომ საკითხის ხელახლა განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადაიდო.

კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ „საქართველოსა და სკანდინავიის საინვესტიციო ბანკს შორის“ ჩარჩო შეთანხმებას, რომლის საფუძველზე NIB-ის მიერ საქართველოში ყოველი კონკრეტული პროექტის დასაფინანსებლად მხარეთა შორის გაფოერმდება სასესხო შეთანხმება, რომლის დადების პროცესში დაცული იქნება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა კომიტეტს განსახილველად წარუდგინა საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტი, რომლის შესაბამისადაც ცვლილებები ხორციელდება რძის და რძის ნაწარმის წარმოების ხელშეწყობის მიზნით. კერძოდ, დღგ-სგან ჩათვლის უფლებით სრულად თავისუფლდება ნატურალური რძისა და რძის ნაწარმის მიწოდება. მოქმედი კანონმდებლობით კი, დღგ-სგან თავისუფლდება მხოლოდ 2 ლიტრზე მეტი პირველად საფუთავებში ჩასხმული რძე და საქართველოში წარმოებული ყველი.

ლაშა ხუციშვილმა სხდომაზე ასევე წარმოადგინა სარატიფიკაციო დოკუმენტი „დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის აღკვეთის მიზნით საგადასახადო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დანერგვის შესახებ“ მრავალმხრივ კონვენცია. კომიტეტმა მხარი დაუჭირა პლენარულ სხდომაზე მის შემდგომ განხილვას.

კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა პარლამენტის წევრების, რომან გოცირიძის, სალომე სამადაშვილის, ნიკანორ მელიას და თინათინ ბოკუჩავას მიერ ინიცირებულ „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის შესახებ“ კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე კანონპროექტს, რაც ბიზნესომბუდსმენის სამსახურის გაუქმებას და მისი ფუნქციების სახალხო დამცველისთვის გადაცემას ითვალისწინებს. საკითხის თაობაზე გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრება, თუმცა კომიტეტის წევრთა აზრით, ამ საკითხთან დაკავშირებით ფართო დისკუსია და კონსულტაციებია საჭირო. დეპუტატებმა მხარი ასევე არ დაუჭირეს მოქალაქე ანზორ ჯაიანის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას "სამშენებლო ობიექტების მდგომარეობისა და ურთიერთგანლაგების შესახებ". თუმცა წარმოდგენილი საკითხი აქტუალურად მიიჩნიეს. „წინადადებაში ბევრი საინტერესო საკითხია, ამიტომ შევთავაზოთ წინადადების ავტორს შემოუერთდეს კომიტეტთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოს, რომელიც სწორედ აღნიშნულ საკითხებზე მუშაობს“, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა