logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები დაიწყო
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები დაიწყო
12:01 17.09.2018
ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო სამუშაოები დაიწყო, რომელიც მასშტაბითა და საინჟინრო გადაწყვეტით, საქართველოსთვის უპრეცედენტოა.

საზღვაო საუშაოებს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დამაღრმავებელი გემი „ათენა“ ახორციელებს, რომელიც უკვე ანაკლიის სანაპიროზეა მობილიზებული. „ათენას“ გამოყენებით, ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე მოხდება ფსკერის დაღრმავება; ზღვიდან 5 მლნ კუბურ მეტრამდე ქვიშის ამოღება (რეკლამაცია) და ნაპირზე განთავსება. საზღვაო მშენებლობას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული, მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი საზღვაო-ინფრასტრუქტურული კომპანია Van Oord-ი ჩაატარებს.

საზღვაო სამშენებლო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე ოფიციალური ღონისძიება გაიმართა და მას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, ანაკლიის პორტის პროექტის მენეჯმენტი და დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, კომპანია „ვან ოორდის“ პროექტის დირექტორი იაპ ბრუინსმა, ანაკლიის მკვიდრნი და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. პროექტის დამფუძნებელმა „ვან ოორდის“ წარმომადგენელსა და საპატიო სტუმრებთან ერთად დაღრმავებისა და რეკლამაციის პირველი სამუშაოები საზეიმოდ გაუშვეს.

„მე მინდა ვთქვა, რომ ანაკლია ეს არის ჩვენთვის ძალიან სეიროზული პროექტი, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, -„ ეს პროექტი პასუხობს საქართველოს ეკონოიკის ზრდის ორ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას. პირველი გამოწვევა, ეს არის საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენება და ჩვენი ქვეყნის ლოგისტიკურ დერეფნად ჩამოყალიბება. ჯერჯერობით ეს ხდება არასაკმარისად და ვითარდება არადამაკმაყოფილებელი ტემპებით. ანაკლიის პროექტი შეიტანს ძალიან მნიშვნელოვან შენატანს საქართველოს კონკურენტუნარიანობის გაზრდაში... მეორე - ჩვენ გვინდა, რომ საქართველო ჩამოვაყალიბოთ, როგორც საზღვაო ქვეყანა... ეს ორი გამოწვევა არის ძალიან მნიშვენლოვანი საქართველოსთვის და ჩვენ გვჯერა, რომ ანაკლია და ეს დიდი პროექტი დიდ წვლილს შეიტანს ამ ორი გამოწვევის გადაწყვეტაში.

„დაიწყო უპრეცედენტო მასშტაბის საზღვაო სამუშაოები ანაკლიის პორტში, რომელიც, I ფაზაში, 1 მილიონი კონტეინერის სიმძლავრის იქნება. პირველ ფაზაში, ანაკლიის ოპრტი 1500 ადამიანი დაასაქმებს პირდაპირ და რამოდენიმე ათას ადამიანს - ირიბად. უახლოეს ორ წელიწადში, ჩაიდება დაახლოებით 600 მლნ აშშ დოლარი და დაფინასნების საკითხი მიყვანილია ბოლომდე. ეს იქნება საკმაოდ სერიოზული განაცხადი იმ მარშუტისა, რომელსაც ჰქვია ერთი სარტყელი - ერთი გზა - აბრეშუმის გზა - რომელიც გზას გაუხსნის ცენტრალური აზიის ტვირთებს ევროპისკენ და პირიქით. ეს არის ურპეცედენტო მასშტაბის პროექტი რეგიონში, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორები მონაწილეობენ. წლების განმავლობაში, ქართველო და უცხოელი ეკონომისტების დათვლით, ანაკლიის პროექტის მთლიანად განვითარებამ ქვეყანაში 60 მილიარდის კონტრიბუცია უნდა შექმნას“, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ.

ღონისძიების ფარგლებში, მედიის წარმომადგენლებისთვის, ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე მედია-ტურიც ჩატარდა. ჟურნალისტებმა ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო ტერიტორია, მობილიზებული ტექნიკა და რეკლამაციის სამუშაოები დეტალურად დაათვალიერეს.

დამაღრმავებელ გემ “ათენასთან“ ერთად, ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე მობილიზებულია რეკლამაციის მასშტაბური სამუშაოებისთვის მოდერნიზებული მძიმე ტექნიკა და სადრენაჟო სისტემა. ტერიტორიაზე დამონტაჟებულია 2.5 კმ სიგრძის, წყალზე მოტივტივე მილები; ასევე, ვერტიკალური დრენაჟები, რომელთა ჯამური სიგრძე 3,500 კმ-ს უტოლდება. აშენებულია 10 კმ-ის სიგრძის დამბა ზღვიდან ამოღბული დიდი რაოდენობით ქვიშის დასაკავებლად და 2,5 კმ-ის სიგრძის სამელიორაციო არხი. 110 ჰა ფართობის ტერიტორია სრულად გასუფთავებულია და მომზადებულია 5 მლნ კუბური მეტრის ქვიშის განსათავსებლად. დამონტაჟებულია წყლის მარეგულირებელი სისტემა. 110 ჰა ფართობის ტერიტორიაზე მოხსნილი და დასაწყობებულია მიწის ნაყოფიერი (ჰუმუსოვანი) ფენა.

ანაკლიაში უკვე დაიწყო მუშაობა „ვან ოორდის“ სპეციალისტების გუნდმა, რომლის წევრებიც დაღრმავებისა და დიდ მასშტაბზე გათვლილი საზღვაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე სპეციალიზდებიან.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში ადრეული სახმელეთო სამუშაოებით დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ მთლიანობაში, ანაკლიის პორტის პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, მოხდება:

• ფსკერის დაღრმავება და ზღვიდან 15 მლნ კუბურ მეტრამდე ქვიშის ამოღება და ნაპირზე განთავსება.

• საზღვაო აკვატორიის 16 მეტრამდე დაღრმავება.

• 1.6 კმ-იანი ტალღმტეხის აშენება, რომლის გამაგრებაც ზღვაში 1.3 მილიონი ტონა ქვის გამოყენებით მოხდება.

• 625-მეტრის სიგრძის, 3-გემმისადგომიანი, მრავალფუნქციური ტერმინალის მშენებლობა, რომლის ფარგლებში 110 ჰექტარზე იგეგმება ბეტონის საფარის მოწყობა; დამხმარე შენობა-ნაგებობების მშენებლობა.

ანაკლიის პორტის პირველი ფაზისთვის ამუშვებისთვის, აშენდება ინფრასტრუქტურა, რომელიც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, მიიღოს 10,000-კონტეინერიანი (TEU) პანამაქსის და პოსტპანამაქსის ტიპის გემები, რომელთაც დღესდღეობით საქართველოში არსებული სხვა პორტები ვერ ემსახურება. 2021 წლისთვის ანაკლიის პორტის 1 მილიონამდე TEU კონტეინერის და 1.5 მილიონი ტონა მშრალი ნაყარი ტვირთის გატარებას შეძლებს.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა სულ 9 ფაზად არის დაგეგმილი. პროექტის ჯამური ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

Van Oord-ის შესახებ ანაკლიის პორტის საზღვაო სამუშაოებს ჰოლანდიური საზღვაო ინფრასტრუქტურული კომპანია Van Oord-ი განახორციელებს. კომპანია მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე საზღვაო და ჰიდრო-საინჟინრო მიმართულებით პროექტების დაგეგმარებასა და შესრულებაზე მუშაობს. მის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორისაა: დუბაის „პალმების კუნძული“, როტერდამის პორტის გაფართოება, სუეცის მეორე არხის აშენება, უდიდესი მილსადენებისა და სხვადასხვა საზღვაო ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა. კომპანია Van Oord-მა ასევე განახორციელა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის წინასამშენებლო კვლევითი სამუშოები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა