logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ღვინის იმპორტიორები ჩინეთიდან ქართლსა და კახეთს სტუმრობენ
ღვინის იმპორტიორები ჩინეთიდან ქართლსა და კახეთს სტუმრობენ
10:07 14.09.2018
ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Meiburg Wine Media’’-ის ხელმძღვანელის, ღვინის მაგისტრ დებრა მეიბურგისა და ჩინელი ღვინის იმპორტიორების 8-კაციანი ჯგუფი საქართველოს ეწვია.
ღვინის ტურის ფარგლებში სტუმრებმა ღვინის საწარმოები ქართლსა და კახეთში მოინახულეს: „შატო მუხრანი“, „იაგოს ღვინო“, „თელედა/ორგო“, „მეღვინეობა შუმი“, „მეღვინეობა ვაზიანი“, „კახური ღვინის მარანი“, GWS, „თელიანი ველი“, „მეგობრების მარანი“, „ფაფარი ველი“, „ბადაგონი“, „ხოხბის ცრემლები“, „ვაზისუბნის მამულები“ და “მეღვინეობა ლუკასი“. მეთუნე ზაზა კბილაშვილთან გაეცნენ ქვევრის დამზადების პროცესს.
თბილისში ასევე გაიმართა სხვადასხვა კომპანიის ღვინის დეგუსტაცია, სადაც 27 ღვინის კომპანიის 100-მდე ღვინო დაგემოვნდა.
დებრა მეიბურგის ინფორმაციით, ჯგუფის შემადგენლობაში არიან იმპორტიორები, რომლებიც სპეციალიზირდებიან ღვინის უნიკალურ სახეობებში.
„წარსულმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ მსგავსი აქტივობების განხორციელება ძალიან წარმატებულია. მაგალითად, ქართულმა ღვინომ 18-ე ადგილიდან 9-ე ადგილზე გადმოინაცვლა ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩინეთის ბაზარზე. ჩვენ ყველა აღფრთოვანებულები ვართ ქართული ღვინის ამ წარმატებით აზიურ ბაზარზე. ამჯერად ჩვენი ამოცანაა უზრუნველყოთ ქართული ღვინის პოპულარიზაცია არა მარტო ღვინის იმპორტიორებში, არამედ მის მომხმარებლებშიც. ასე, რომ ჩვენ მცდელობას არ დავაკლებთ, რათა მეტი მომხმარებლის ყურადღება შევაჩეროთ ქართულ ღვინოზე“ - აღნიშნა ღვინის მაგისტრმა.
ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების სიაში მესამე ადგილს იკავებს. მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში 4 მლნ-ზე მეტი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა