მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში საარსებო მინიმუმმა 149 ლარი შეადგინა.
სწორედ ამ მაჩვენებელზე განსაზღვრა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი.
მაისში კი, აღნიშნული მაჩვენებელი 150.1 ლარი იყო.
ამასთან, ივლისში ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 132.1 ლარით განისაზღვრა, ორსულიანის - 211.1 ლარით, სამსულიანის - 237.5 ლარით, ოთხსულიანის - 263.9 ლარით, ხუთსულიანის - 296.9 ლარით, ხოლო ექვს და მეტსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 351 ლარს შეადგენს.
გასული წლის ივნისში საარსებო მინიმუმი 158.6 ლარზე ფიქსირდებოდა.

















